четверг, 5 декабря 2013 г.

                                                  მეოთხე დღე

ტრენინგის  მეოთხე  დღეც   საინტერესოდ  დაიწყო.ტრენინგის   მონაწილეებმა  გავუზიარეთ ერთმანეთს  ჩვენი  პროექტის  შესახებ   ინფორმაცია .  ტრენერმა დავით ჯანიაშვილმა  მოგვცა  მითითებები  ამ  თემის   ირგვლივ.  ის  ძალიან  ყურადღებიანი,პროფესიონალია.  ყოველთვის  ცდილობს  არაფერი  დარჩეს  ჩვენთვის  გაუგებარი.  შემდეგ   გაგვაცნო   მაღალი  სააზროვნო  უნარები, კერძოდ:ა) 21-ე  საუკუნის  უნარები  ბ) 21-ე  საუკუნის   სიტყვები.   ასევე  მიგვითითა  მე-2  მოდულში მიმართულების   მიმცემი   საკვანძო  შეკითხვები.ასევე  განვიხილეთ  სტანდარტებისა და  მიზნების   რუბრიკა, განახლებული ბლუმის  ტაქსონომია, რომელიც  დამეხმარება სასწავლო მიზნების  სწორად  ჩამოყალიბებაში.
       ტრენინგის  ბოლოს  მოგვეცა  დავალება: სასწავლო  პროექტი  მიმართულების  მიმცემი საკვანძო  შეკითხვების  ჩათვლით, ბლოგი  რეფლექსიისათვის  და ბუკლეტი
         ტრენინგი  ჩემთვის  ძალიან   შინაარსიანი  იყო,  რაც  მიზრდის  მოტივაციას  უფრო  მეტი  ვიმუშაო   პროექტზე,  თუ  ინტერნეტის  არქონამ   არ  შემიშალა  ხელი. 

Комментариев нет:

Отправить комментарий

კვლევის ლინკი

ჭვინთის საჯარო სკოლის ქართული ენის და  ლიტერატურის პედაგოგის მანანა ჩინჩალაძის პრაქტიკის კვლევა თემაზე: „ IX კლასის მოსწავლეთა...