среда, 20 июня 2018 г.

კვლევის ლინკი







ჭვინთის საჯარო სკოლის ქართული ენის და  ლიტერატურის პედაგოგის მანანა ჩინჩალაძის
პრაქტიკის კვლევა თემაზე:
IX კლასის მოსწავლეთა  სასკოლო ღონისძიებებსა თუ საკლასო აქტივობებში ჩართულობის დაბალი მაჩვენებელიდა ამ პრობლემის  გაუმჯობესების გზები


შესავალი
1.      პრაქტიკული  კვლევის ვადები
2.      პრობლემა საკვლევი  საკითხი
3.      კვლევის მიზანი
4.      პრაქტიკული  კვლევის არსი
5.      ლიტერატურის  მიმოხილვა
6.      მონაცემთა შეგროვება
7.      მასწავლებელთა  ფოკუსი-ჯგუფის  ანალიზი
8.      მასწავლებელთა ფოკუს-ჯგუფის ანალიზის  დასკვნა
9.      ფსიქოლოგის  კონსულტაცია
10.  მონაცემთა ანალიზი
11.  მშობელთა ანონიმური კითხვარის ანალიზი
12.  მშობელთა ფოკუს ჯგუფის ანალიზი
13.  მშობელთა ფოკუს ჯგუფის   ანალიზის  დასკვნა
14.  მოსწავლეთა  გამოკითხვის ანალიზის  დასკვნა
15.  კვლევის  მიგნებები
16.  ინტერვენციების  შემუშავებადა განხორციელება
17.  ინტერვენციების შეფასება
18.  პრაქტიკული კვლევის  რეკომენდაციები
19.  დასკვნა
20.  დანართი
21.  ბიბლიოგრაფია


პრაქტიკული კვლევის ვადები




აქტივობა
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
საკვლევი პრობლემების იდენტიფიცირება
·        








კვლევის გეგმაზე მუშაობა
(სარჩევი)
·        








კვლევის მონაცემების შეგროვება



·        
·        
·        
·        
·        
·        
მონაცემების ანალიზი






·        
·        

მშობელთა ფოკუსჯგუფის შეხვედრა




·        




კითხვარის შედგენა მშობლებისათვის



·        





მოსწავლეთათვის ინდივიდუალური კითხვარის გამოკითხვა




·        




საგნის პედაგოგთა ფოკუსჯგუფის შეხვედრა
·        


·        


·        


მიღებული შედეგების ანალიზი



·        
·        
·        
·        


სავარაუდო ინტერვენციების განხილვა




·        
·        



ინტერვენციების განხორციელება




·        
·        
·        


ინტერვენციის შედეგების ანალიზი






·        
·        

პრეზენტაცია, კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება







·        



შესავალი
იმისათვის, რომ გამეუმჯობესებინა სკოლაში (IXკლასში) მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები,სასწავლო და საკლასო  აქტივობებში ჩართულობის  დაბალი  მაჩვენებელი,ასევე სასწავლო სიტუაციები,რომელიც არის სწავლა-სწავლების დროს  მაღალი სააზროვნო უნარების,ლოგიკური  მსჯელობის, ემოციური ინტელექტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და განაპირობებს მათ  ჩართულობას, მოტივაციას და დაინტერესებას,გადავწყვიტე გამეხორციელებინა პრაქტიკული კვლევა. ამ ნაშრომში განხილულია  მე-9 კლასში გამოვლენილი პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებულიაქტივობები,რომელზე დაკვირვება და კვლევა  მეტ  სარგებელს  მისცემს   როგორც  მოსწავლეებს(გაეზრდებათ  მოტივაცია და პასუხისმგებლობა)  ასევე  პედაგოგებს(ყურადღებას გაამახვილებენ  იმ  სტრატეგიებსა  და  მეთოდებზე,რაც  დააინტერესებს  მათ  ჩაერთონ  სასკოლო  ცხოვრებაში)

პრობლემა და საკვლევი საკითხი(პრობლემის შერჩევა)
სწავლა-სწავლების დროს საგანმანათლებლო  პროცესი საჭიროებს მოსწავლეების აქტიურობას არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ სასკოლო ღონისძიებებშიც.რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების, თანამშრომლობითი  სწავლების,ემოციური  ინტელექტის, პრეზენტაციის, საკუთარი დამოკიდებულებების უნარის წარმოჩენას,ასევემოსწავლეთა მიერ ესთეტიკის შეგრძნებას, მაღალი სააზროვნო უნარების და ჯგუფური მუშაობის ჩვევების განმტკიცებას. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული  თემა,რომლის კვლევაც აუცილებლად უნდა დამეწყო.იმედი მაქვს, რომ ჩემი ძალები და შესაძლებლობები გაწვდება  ამ  საკითხების  კვლევას,ამისათვის ვითანამშრომლებ ჩემს კოლეგებთან. კვლევა გამომდინარეობს სკოლის და მოსწავლეთა  საჭიროებიდან.იმისათვის, რომ გადამემოწმებინა სწორად შევარჩიე თუ არა კვლევის საგანი, კიდევ ერთხელ დავაკვირდი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას. ყურადღება გავამახვილე იმაზე, იქნებოდნენ  თუ არა ჩემი კოლეგები,მშობლები  და მოსწავლეები თანამშრომლობისთვის მზად და მეტისმეტად ხომ არ ვიყავი მათზე დამოკიდებული .
  გავაანალიზე საკვლევი ობიექტის მნიშვნელობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს კვლევა ჩემი პროფესიული ზრდისთვის, ჩემი სკოლისა და მოსწავლეებისათვის,აქვს თუ არა მას აღმზრდელობითი  ღირებულება.მისცემს თუ არა სტიმულს მოსწავლეებს აქტიურად ჩაერთონ  სასკოლო ღონისძიებებში და დაინახავდნენ თუ არა ისინი სარგებელს.ასევე მზად ვიყავი თუ არა დამეხარჯა დრო, ენერგია იმისათვის, რომ გამეუმჯობესებინა სიტუაცია ამ მიმართულებით.
დავადგინე შეესაბამებოდა თუ არა  ჩემ მიერ  ჩატარებული კვლევა ა)ჩემს დანარჩენ პროფესიულ საქმიანობას ბ)ჩემი სკოლის განვითარების პრიორიტეტებს გ)მიესადაგება თუ არა ჩემი კვლევა ჩემი გაკვეთილის  მიზნებს  დ) შემეძლებოდა თუ  არა კვლევითი  აქტივობები   პირდაპირ საგაკვეთილო პროცესში ჩამერთო. მაგ:ანკეტირება, ფოკუს ჯგუფი, დისკუსია და ა. შ. ე)რა  გამოცდილება მივიღე ამა თუ იმ მეთოდით,სტრატეგიით? ვ)რა ეთიკურ დილემას წავაწყდი კვლევის პროცესში.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკვლევ თემას  აქვს აღმზრდელობითი მნიშვნელობა, გადავწყვიტე პედაგოგებთან შეხვედრა.გასაუბრების შედეგად  დავადგინე, რომ მეცხრე კლასელები ხშირ შემთხვევაში გულგრილობას იჩენენ სასკოლო ღონისძიებებისა და საკლასო აქტივობების მიმართ,რაც ჩემი აზრით იწვევს სოციალური უნარ-ჩვევების შესუსტებას,ასევე ცოდნის დონის  დაბალ მაჩვენებელს.
კვლევის საწყის ეტაპზე მოვაწყვე შეხვედრა კოლეგებთან  და გავმართე  დისკუსია თემაზე:რა არის მიზეზი იმისა,რომ მეცხრე კლასელები არიან  გულგრილნი სასკოლო ღონისძიებებისა და საკლასო  აქტივობების მიმართ. კლასში შემსვლელ პედაგოგებთან საუბრის შედეგად დადგინდა, რომ  თითოეული პედაგოგი ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზად ასახელებდა:ასაკობრივ თავისებურებას,(ანუ გარდატეხის ასაკს)მოსწავლეთა ინტერესის სფეროს(პედაგოგის
მიერ მის გაუთვალისწინებლობას)საკუთარი თავისდაბალ თვითშეფასებას,მშობლების ნაკლებჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში,ერფეროვანაქტივობებს,ტექნოლოგიებთან(კომპიუტერი, ტელეფონი,ტელევიზორი) „მიჯაჭვულობას“,სასწავლო პროცესის დატვირთულ გრაფიკს.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან ყველაზე მეტი აქცენტი გაკეთდა შემდეგზე:ასაკობრივი თავისებურება,მოსწავლეთა ინტერესის ნაკლებობა, მშობელთა ჩართულობა.
იმისათვის,რომ კვლევა სწორი მიმართულებით წარვმართო და განვახორციელო  ინტერვენციები უნდა დავსვა შეკითხვა:
რატომ არ ერთვებიან მეცხრე კლასის  მოსწავლეები სასკოლო ღონისძიებებსა  თუ საკლასო აქტივობებში?   რა არის მათი დაბალი მოტივაციის  და გულგრილობის მიზეზი?   როგორი  სწავლება და მიდგომა უნდა გამოვიყენო  უფრო ხშირად?   რომელ მათგანს მივანიჭო უპირატესობა, რათა დავაინტერესო მოსწავლეები? აქვს თუ არა ამ მხრივ  მნიშვნელობა ასაკობრივ თავისებურებას?
        აქედან გამომდინარე  განვსაზღვრე კვლევის მიზანი.
                                                                 კვლევის მიზანია:
    მეცხრე კლასის  მოსწავლეთა დაინტერესება, ჩართულობა და მოტივაციის ამაღლება   სასკოლო, თუ საკლასო  აქტივობებში.(მაგ:პრეზენტაციები, პროექტები,პოეზიის საღამოები,ლიტერატურული სპექტაკლები, ოლიმპიადები, ექსკურსიები, შეჯიბრებები  და ა. შ.)  ასევე  სასწავლო  სიტუაციების გაუმჯობესება,მისი მიზეზების დადგენა,აღწერა,შესწავლა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება
პრაქტიკული კვლევის არსი
 პრაქტიკული კვლევა(მეცნიერთა აზრით) მოიაზრებს სკოლაში პედაგოგთა შორის ისეთ ურთიერთობებს,როგორიცაა თანამშრომლობითი მიდგომა,დასახული მიზნის მისაღწევად, ასევე გუნდური მუშაობა.აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევაში მონაწილე/ჩართული პედაგოგები ერთიანდებიან ერთ გუნდად. ადგენენ პრობლემებს,უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს,იღებენ გადაწყვეტილებებს,იზიარებენ პასუხისმგებლობებს,ისახავენ ინტერვენციებს და ბოლოს  აღწევენ სასურველ შედეგს,რაც გაწერილი იყო კვლევის მიზანში.ამ უკანასკნელის განხორციელება კი აუმჯობესებს სასწავლო სიტუაციებს  სკოლაში და მოსწავლეს უვითარებს  სოციალიზაციის  უნარ-ჩვევებს.
ლიტერატურის მიმოხილვა
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, მრავალფეროვანი  და სახალისოა, როდესაც ტარდება  სხვადასხვა საკლასო და სასკოლო  აქტივობები და  მოსწავლე  საკუთარი  ნებით იღებს გადაწყვეტილებას მონაწილეობა  მიიღოს როგორც  საგაკვეთილო, ასევე სასკოლო აქტივობებში. აქედან  გამომდინარე  მოტივაცია,ჩართულობადა ასაკობრივი მახასიათებლები სწავლა-სწავლების  უმნიშვნელოვანესი ნაწილია . „არ არის ადვილი უზრუნველვყოთ მოსწავლის   ადეკვატური ქცევა კლასსა და სკოლაში.კიდევ უფრო რთულია ვასწავლოთ  მოსწავლეს, თუ  როგორ აიღოს  პასუხისმგებლობა საკუთარ  მოქმედებებზე,ჩამოვუყალიბოთ მას  ქცევის თვითმართვის  უნარ-ჩვევები.თვითმართვა  ხომ  არის ადამიანის უნარი, გააცნობიეროსდა მართოს საკუთარი  ქცევა, უნარი,რომელსაც არ  იყენებს: გვ.79 სასწავლო და პროფესიული გარემო“ წიგნი  III. მაგ:შემოქმედებითი,ემოციური ინტელექტი, ლოგიკური აზროვნება,მათემატიკური უნარი და ა.შ.
ჩემი კვლევაც ამ  საკითხების შესწავლას და გაუმჯობესებას  ემსახურება.
იმისათვის, რომ მოსწავლე აქტიურად ჩავრთოთ ზემოთხსენებულ აქტივობებში, ჩემი აზრით უნდა შევუქმნათ მათ მოტივაცია,წავახალისოთ  და გავუჩინოთ სურვილი,  რათა არ იყოს გულგრილი. მას ხომ ამ პერიოდში(15-16) წლის ასაკში უჩნდება  მოთხოვნილება თანატოლებთან ურთიერთობისა,ძირითადი  დროის გატარებისა, ხოლო სასკოლო ცხოვრებას ნაკლებად აქცევს  ყურადღებას.
ფსიქოლოგიაში ცნობილია მოტივაციის აღძვრის 4 ძირითადი თეორია. ესენია:
კოგნიტური,ბიჰევიორისტული,, ჰუმანისტური,  სოციო- კულტურული.
„კოგნიტური განვითარება გულისხმობს მოსწავლეთა აზროვნების, შემეცნებითი თუ
განსჯის უნარებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას“. (განვითარებისა და სწავლის თეორიები გვ.14. 2012წ)
            ძალზე მნიშვნელოვანია  ვიცოდეთ  კოგნიტური განვითარების   რა სტადიაზე  იმყოფება მოსწავლე.  პიაჟე გამოყოფს ოთხ სტადიას:  სენსომოტორულს,  ოპერაციამდელ,  კონკრეტული  ოპერაციების და ფორმალური ოპერაციების სტადიას.
          თითოეულ  სტადიაში განსხვავდება მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები. შესაბამისად იცვლება  მათი ხასიათი და დამოკიდებულებები  სწავლა-სწავლების  და  სასკოლო ცხოვრების მიმართ.(მიუხედავად  იმისა, რომ  იგი გადის ყველა  სტადიას) მოზარდებში თავს  იჩენს ე.წ.“ეგოცენტრიზმი“- საკუთარი უნიკალურობის შეგრძნება.მოზარდები ჩადიან  ცუდ საქციელს,
რასაც  ხშირად არ, ან  ვერ აცნობიერებენ. პიაჟეს თანახმად  ფორმალური ოპერაციების სტადიაზე
მთავრდება მოსწავლის კოგნიტური   განვითარება.
“სოციალური განვითარება“ მოიცავს სხვა ადამიანებთან  ურთიერთობას, კომუნიკაციის  უნარების განვითარებას. სოციალური განვითარება  მოსწავლეთა  სწავლაზეც ახდენს  გავლენას. ბავშვები, რომლებიც  პიროვნულად  და სოციალურად  კარგად არიან  განვითარებულნი, უფრო მაღალ აკადემიურ წარმატებას  აღწევენ.უფრო მოსწონთ სკოლა და  სწავლა“.(განვითარებისა  და სწავლის თეორიები  გვ. 35. 2012წ.)
         ჰუმანისტური თეორიის  მიხედვით  ყურადღების  ცენტრში დგას  ადამიანი.  ის, თუ  როგორ  იძენენ ისინი  ემოციებს, შეხედულებებს,  ღირებულებებს  და  სოციალურ უნარ-ჩვევებს.  „ჰუმანიზმის   ინტერესს  წარმოადგენს ადამიანის  უნიკალური   გონებრივი შესაძლებლობები. ჰუმანისტების აზრით,  ყველა ადამიანს  განსხვავებული  მსოფლმხედველობა  აქვს, ანუ  ყველა  ადამიანი  განსხვავებულად  აღიქვამს   და  ხსნის  სამყაროს“.(განვითარებისა და  სწავლის თეორიები
გვ.169. 2012 წ.
 კარლ როჯერსის აზრით:  „  ადამიანები  კარგი  და კეთილი არსებები  არიან, რომელთაც  აქვთ თანდაყოლილი მიდრეკილება ზრდისკენ  ანუ თვითრეალიზაციისკენ“(განვითარებისა  და სწავლის  თეორიები  გვ.170. 2012წ.)  აქედან  გამომდინარე თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ თითოეული მოსწავლე  უნიკალურია  და  ჩვენ უნდა   შევუქმნათ  ყველა პირობა იყოს  აქტიური, როგორც სასკოლო აქტივობებსა და  ღონისძიებებში, ასევე სწავლების ნებისმიერ პროცესში. ანუ არუნდა
მოვადუნოთ  ჩვენი ყურადღება და მათი სურვილი  იყვნენ  „განვითარების  უმაღლეს  საფეხურზე მდგომი არსებები.“
       კარლ როჯერსი  თვლიდა: “რომ კეთილგანწყობილი  გარემო   ეხმარება  ბავშვს თვითშემეცნებაში დათვითპატივისცემის  გრძნობის  ჩამოყალიბებაში მისი აზრით:  სწავლება  ნაყოფიერია  თუ ა)მოსწავლე  სრულად არის ჩართული  სწავლა-სწავლების პროცესში .ბ) საჭიროა ახალი მიდგომებისა  და პერსპექტივების   მოძებნა, რაც გამოიწვევს  ბავშვის  მოტივირებას  სწავლისადმი.შეფასების  მეთოდია.“(მანანა  მელიქიშვილი  2013. გვ17-18)
            ფსიქოლოგიაში ცნობილი თეორიის  ავტორის, აბრაამ  მასლოუს  „მოთხოვნილებათა  იერარქიის  პირამიდის“ მიხედვით  ადამიანმა  პიროვნებად  ჩამოყალიბების პროცესში  უნდა გაიაროს 5 საფეხური.1.ფიზიოლოგიური 2. უსაფრთხოება. 3.სიყვარული და მიკუთვნებულობა 4.დაფასება 5.თვითრეალიზაცია (განვითარებისა  და სწავლის თეორიები  გვ. 178. 2012 წ.)
         აბრაამ  მასლოუს  აზრით  თვითრეალიზაცია  ადამიანური უნარი კი არა,არამედ  მოთხოვნილებაცაა,რომელიც მოიცავს  „ცოდნის  შეძენის, სამყაროს  შეცნობის, გაგების,ზრდის,  და განვითარების  სურვილს“
         თუ  პრაქტიკისკვლევის  თემას ჩავუღრმავდებით, დავინახავთ,რომ  IX კლასის მოსწავლე
ები, რომლებიც გულგრილნი არიან სკოლაში სასწავლო პროცესის დროს  სხვადასხვა სასწავლო აქტი
ვობებში მონაწილეობის მიღებაზე, თამამად შეგვიძლია  ვთქვათ, რომ  ისინი არ  ცდილობენ გარკვეული  მიზეზების გამო  შეიმეცნონ  სამყარო, გაიზარდონ  და განვითარდნენ შემოქმედები
თად, შეიძინონ  მათთვის სასარგებლო  უნარები(.მაგ: სოციალური,ჯგუფური,პრეზენტაციის,ემპა-
თიის, ლოგიკური და  კრიტიკული, ასევე მაღალი სააზროვნო უნარები და ა.შ.) რაც მისცემს  საშუალებას  იყვნენ: გულწრფელნი,სპონტანურები,კეთილგანწყობილნი,დამოუკიდებელნი,გულღიები, წარმატებულნი და  გამორჩეულნი  შემოქმედებითი  უნარითა და იუმორის გრძნობით.
            რაც  შეეხება  ბიჰევიორისტულ  თეორიას,ამ თეორიის მიხედვით  მოსწავლეების ჩართულობა და მათი მოტივაციის  ზრდა  შესაძლებელია  გარკვეული  ჯილდოებისა  და წამახალისებელი ქმედე-
ბებით(გარეგანი მოტივაცია).როგორც ვიცით, სასწავლო  აქტივობები: მოსწავლეთა შეფასება/წახალისე-ბა  და კონტროლის/პასუხისმგებლობების  განაწილება წარმოადგენს სასწავლო  გარემოს კომპონენტებს, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს  მოსწავლეთა  მოტივაციისათვის.სასწავლო აქტი-
ვობებში  კი იგულისხმება   „მოსწავლეთა  ცოდნის დონის  ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობათა  ერთობლიობა“(ეფექტიანი  სწავლება გვ.89)
           სასწავლო  აქტივობებში მოსწავლეთა აქტიურობაზე  დიდ  როლს თამაშობს  მოტივაცია. ტერმინი  „მოტივაცია“ ფსიქოლოგიაში  დაახლოებით 100 წლის წინ დამკვიდრდა.“მოტივაცია  არის  ორგანიზმის  შინაგანი  მდგომარეობა, რომელიც  გულისხმობს   ენერგიის  მიმართვას  გარკვეული
(ადამიანისთვის  სასურველი) მიმართულებით. პედაგოგიკაში  და პედაგოგიურ  ფსიქოლოგიაში  ტერმინს  „მოტივაცია“ იყენებენ მოსწავლის  სწავლის პროცესში  ჩართულობის, მისი  სწავლის  მიმართ ინტერესისა  და დადებითი განწყობის  აღნიშვნისთვის.“(ეფექტიანი  სწავლება-თეორია და  პრაქტიკა 2010 წ. გვ.85.VI  თავი მოსწავლეთა მოტივაცია)
           მოტივაცია  არ არის  თანდაყოლილი  და უცვლელი, მაგ: როგორც“ თვალის ფერი“ იგი საკმაოდ  დინამიური და ცვალებადია   ადამიანის  ასაკის მატებასა  და გარემო ფაქტორების  ზეგავლენით.
  განასხვავებენ  გარეგან  და შინაგან   მოტივაციას.შინაგანი  მოტივაციის  დროს  მოსწავლე იმიტომ ერთვება მაგ: სხვადასხვა აქტივობებში და სასწავლო პროცესში, რომ  მისთვის  ეს ქცევა  ღირე-
ბულია, საინტერესო და სასიამოვნოა.  მისი განხორციელება  შინაგანი  კმაყოფილების  გრძნობასთან არის დაკავშირებული. გარეგანი  მოტივაციის  დროსკი ადამიანის ქცევას განაპირობებს  გარეგანი  ფაქტორი.მაგ: წახალისება, შექება, დაჯილდოვება, ან სასჯელის  თავიდად აცილების  მიზნით  განხორ-
ციელებული ქცევა.ზემოთთქმულიდან  გამომდინარე ზოგი  მოსწავლე  იმიტომ   მონაწილეობს სასკო-
ლო აქტივობებში, რომ  იგი ელის წახალისებას, ან გაურბის  სასჯელს.
              შინაგანი  მოტივაციის  მქონე  მოსწავლეები  უფრო მეტი  პასუხისმგებლობით ეკიდებიან  სწავლას,არიან  თავდაჯერებულები. არ ეშინიათ  გარკვეული  სირთულეების, როცა მონაწილეობენ 
სხვადასხვა აქტივობებში.გარეგანი  მოტივაციის  მქონე მოსწავლეები  კი პირიქით, ყოველთვის  ცდილობენ  თავი  აარიდონ  მსგავს ღონისძიებებში  მონაწილებაზე. ხშირ  შემთხვევაში  არიან  წარუ-
მატებლები. „ხანგრძლივი  დროის  განმავლობაში გამოყენებული  გარეგანი მოტივაცია  თითქმის  შე-
უძლებელს  ხდის  მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას“(შინაგანი და გარეგანი  მოტივაცია-ეფექტიანი  სწავლება.გვ.86)
           „მოსწავლის   სწავლისა  და   კოგნიტური   განვითარების  ხელშესაწყობად  განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია  მასწავლებელმა  წაახალისოს,  განამტკიცოს   მოსწავლის  განვითარებაზე  ორიენტი-რებული  ქცევა,  შექმნას ისეთი  სასწავლო  გარემო,  რომელშიც  შეცდომა, წარუმატებლობა და სირთულე   აღიქმება,  როგორც  მოსწავლის  სწავლისა და  განვითარების  ფაქტორები.“(გვ. 89. ეფექტიანი
სწავლება)
           დ. უზნაძეს  კი  მიაჩნდა:“რომ   ნამდვილი  სწავლა   შესაძლებელია  მხოლოდ  შემეცნებითი
 ინტერესის,  ცოდნის, წყურვილის,  მაშასადამე   შინაგანი  მოტივაციის  პირობებში“(უზნაძე,2003)
           ყოველი  კონკრეტული სასწავლო  აქტივობა  IX  კლასში  საკუთარი უნარების  და შესაძლებლობების  ერთგვარი საზომია. თუკი  მოსწავლე რომელიმე  აქტივობას მისთვის  დაუძლევლად
მიიჩნევს,  მან შეიძლება  დაკარგოს რწმენა  საკუთარ  შესაძლებლობებში  და გახდეს  გულგრილი , ან პირიქით,  მარტივი აქტივობა ზოგჯერ  უინტერესოა. “ თუ  მოსწავლეს სწამს,რომ  მას არ  აქვს სათანადო უნარი, მაშინ ის  სწორედ  ამ რწმენის  შესაბამისად  იმოქმედებს. მაშინ კი თუ მისი  რეალური
  შესაძლებლობები     საშუალოზე  მაღალია,  ამ მოსწავლეებს  ნაკლები  მოტივაცია  ექნებათ,  ისწავლონ  რომელიმე  კონკრეტული საგანი,  ან  იაქტიურონ   სასკოლო  აქტივობების  განხორციელებისას, რადგან  ისინი  მარცხს  ელიან.“(გვ.24-25. მანანა  მელიქიშვილი-2013წ.)  
აქედან გამომდინარე  შეიძლება დავასკვნათ, რომ  მოსწავლეთა  წარმატებას თუ  მარცხს  განაპირობებს ის, თუ  რა მოლოდინი აქვთ მოსწავლეებს  საკუთარი თავის  მიმართ. თუმცა  ჩემი კლევის ობიექტებზე( IX კლასის მოსწავლეები) დაკვირვებისას  ეს ფაქტორი  არ გამოვლინდა. მათ საკუთარი თავის რწმენა აქვთ და სულაც არ მიაჩნიათ,რომ ეს  არის  მათთვის ხელისშემშლელი მიზეზი,  რატომაც აცხადებენ უარს სასკოლო ატივობებში მონაწილეობაზე.ყურადსაღებია  ის  ფაქტიც,  რომ საგანმანათლებლო  სისტემაზე (კონკრეტულად მოსწავლეებზე)  დიდ გავლენას  ახდენს  ე. წ.  აბრაამ  მასლოუს  მოთხოვნილებათა  იერარქიული  მოდელი, რაც გასათვალისწინებელია  სასწავლო  პროგრამების  შედგენისას, რადგან  თუ მოსწავლეს  სკოლაში  მოსვლამდე  არ  უსაუზმია(ე.ი. არაქვს  დაკმაყოფილებული ფიზიოლოგიური  მოთხოვნილება,  ის  ვერ  შეძლებს  კონცენტრირება  მოახდინოს  სწავლაზე, და  მით უმეტეს  სასწავლო და  საკლასო აქტივობებში  ჩართვაზე,  რადგან  ყველა სასწავლო პროცედურა  მიმდინარეობს  როგორც საგაკვეთილო  პროცესში, ასევე  მის შემდეგ. მოსწავლის  ყურადღება  კი გადართულია  საკვების  მიღების  მოთხოვნილებაზე. მკვლევრები აღნიშნავენ,რომ  ნებისმიერი  სასწავლო  თუ საკლასო  აქტივობა(მაგ: საკლასო ან საშინაო დავალება)მოსწავლეებისთვის  საინტერესო  და მოტივაციის აღმძვრელია  თუ  ის  არის :1. ორიგინალური  და  შემოქმედებითი
                              2. მრავალფეროვანი   (რაც უფრო  განსხვავებულია  ესა თუ  ის  აქტივობა მოსწავლისათვის უკვე  კარგად ნაცნობისაგან,  უფრო დიდია  ალბათობა  იმისა, რომ იგი ინტერესით  ჩაერთოს  მის  შესრულებაში.(ეფექტიანი სწავლება გვ.90 -თეორია და პრაქტიკა 2010წ.)აქვე ვიტყვი, რომ
„ესა თუ  ის  აქტივობა  მოსწავლეებისთვის  შეთავაზებული  უნდა  იყოს, როგორც  მნიშვნელოვანი მიღწევის  შესაძლებლობა(გვ.90- ეფექტიანი სწავლება)
           აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ შვილების ასაკს,  რადგან  „მოზარდობის ხანა არის პერიოდი ბავშვობასა და მოწიფულობას შორის. გარდამავალი  ასაკის ბავშვების  სწავლება და აღზრდა  გაცილებით  მეტ სირთულეს  და სიძნელესთან არის დაკავშირებული, ვიდრე  უმცროსი სასკოლო ასაკის.  ბავშვისმოწიფულობაში გადასვლის პროცესი  მეტად   რთული  და  მრავალფეროვანია, რადგან  იგი  დაკავშირებულია  უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობის  რღვევასთან,  ცხოვრებისა   და  ქცევის  პირობების   შეცვლასთან. თუკი მოზარდმა  იცის  და  ესმის  ის  ცვლილებები,  რომელიც  ხდება  მის  სხეულსა  და  ფსიქიკაში, მისთვის  უფრო  ადვილი  იქნება  მათი  მიღება(მანანა  მელიქიშვილი 2013.გვ54.)
           ყოველივე  ზემოთთქმული  ჩემი  საკვლევი თემის  პრობლემის  გაგრძელებაა  და  საჭიროა  გავითვალისწინოთ,რომ  ბავშვის  ზრდასთან  ერთ ვითარდება  მისი  ემოციური ფონი, ტემპერამენტი.
ხშირად  15  წლის  მოზარდი  არ  მალავს  საკუთარ  გრძნობებს, კრიტიკულია, ხშირად ეცვლება  გუნება- განწყობილება.  ისწრაფვის იყოს  პოპულარული  და თავისუფალი. იბრძვის  საკუთარი  შეხედულებების  წინა პლანზე  წამოსაწევად,  სიამოვნებს  მეგობრებთან  ურთიერთობა. კონფლიქტურია  საკუთარ  მშობლებთან, არანაირი  სურვილი  არ აქვს  მონაწილეობა  მიიღოს  სასკოლო  ცხოვრებაში.
              დ. უზნაძის  აზრით: „ ბავშვის  განვითარება   მხოლოდ  აქტივობის  პროცესშია  შესაძლებელი. სასწავლო  პროცესის  ეფექტიანობა   სწავლისადმი  დადებითი   განწყობის  შექმნას  გულისხმობს, ანუ მთლიან  პიროვნულ  მზაობას, რომელიც   განსაზღვრავს  მოსწავლის  ჩართვას  აქტივობაში.  თუ  ახალი აქტივობის   მიმართ(დისკუსია,  პრეზენტაცია, ლიტერატურული  სპექტაკლი  და ა.შ.)თუ   მოსწავლეებს  დადებით  ემოციურ  დამოკიდებულებებს  შევუქმნით,შედეგი  აუცილებლად   დადებითი  იქნება(გვ.69.
„განწყობის  თეორია“  განვითარებისა  და  სწავლების  თეორიები)   თუმცაღა  ე.წ. „გარდატეხის  ასაკში თავს  იჩენს  სასწავლო  პროცესისადმი  დამახასიათებელი  შემდეგი  სირთულეები:ბი 1.სასწავლო   საქმიანობის  თავისებურებები(ბევრი მოზარდი  არ არის  მზად  სასწავლო  საქმიანობის  ახალი  ფორმების  შესასრულებლად)2.ინტელექტუალური  პასიურობა ანუ გონებრივი  სიზარმაცე(სწავლის  დაბალი მოტივაცია სწავლებისა  და აღზრდის  ნაკლოვანებები. ბავშვი ხშირად  სწავლობს  გაკვეთილს  მხოლოდ  იმიტომ,რომ დედა  ან  მამა არ გაუბრაზდეს, დაასაჩუქრონ და ა. შ. მშობლები შვილებს  სკოლაში  ხშირად  ფორმალურად  უშვებენ, რადგან  მათ “ მოსწავლე“  ჰქვიათ და არა იმიტომ, რომ მონაწილეობა  მიიღონ  საგაკვეთილო პროცესში  ან  სასკოლო  აქტივობებში,  რათა გაუმჯობესდეს  მათი  სააზროვნო, თუნდაც  სოციალური  უნარ-ჩვევები.3. მოზარდის  ინდივიდუალურ-ტიპოლოგიური  თავისებურებები  (ემოციური აშლილობა,  დაბალი  თვითშეფასება, არაადეკვატური  რეაქცია)4.სასწა-
ვლო   პროგრამაში ჩამორჩენა(მასალა  გაუგებარია)  მანანა  მელიქიშვილი  გვ55-56.2013წ.
                                                 მონაცემთა  შეგროვება
         პედაგოგიური  კვლევის  შედეგად მიღებული  მონაცების შეგროვება  განვახორციელე  შემდეგი
მეთოდების  გამოყენებით.1.ფოკუს-ჯგუფი მშობლებთან(ანონიმური კითხვარი)
                                       2.ფოკუს-ჯგუფი  მასწავლებლებთან
                                       3.ანკეტირება( ანონიმური  კითხვარი მოსწავლეთათვის)
                                       4.დისკუსია 
           ფოჯუს ჯგუფი  განვახორციელე IX  კლასის მოსწავლეთა  მშობლებთან, მისი  მიზანი იყო მშობელთა დამოკიდებულების, ინფორმირებულობის ზოგადი  ფონის  შესწავლა,მათი შვილების სასკოლო ცხოვრების, ასევე  საკლასო  აქტივობებში  ჩართულობის  შესახებ.ვისაუბრეთ იმ  საკითხებზე, რომელიც  მათი  აზრით იწვევდა პრობლემას და მათი აზრით ეს არის:სიზარმაცე, ასაკობრივი თავისებურება,ტექნოლოგიების ხშირი გამოყენება, ინტერესის  ნაკლებობა და ა.შ.
  შევადგინე   კითხვები,  რომლის  საშუალებითაც მივიღე  ინფორმაცია (მეტ-ნაკლები) იმის შესახებ, თუ რა უშლით ხელსIX  კლასის  მოსწავლეებს  აქტიურად ჩაერთონ  სასკოლო ცხოვრებაში  და განახორციელონ  სხვადასხვა სახის  აქტივობები, რამდენად არიან  ისინი  ჩართულნი შვილების სწავლის  პროცესში  და ა. შ. მოვამზადე  შემდეგი  სახის   კითხვარი(იხ. დანართი.2)  მშობლებმა წერილობით  დააფიქსირეს  საკუთარი  მოსაზრება გარკვეული  საკითხების  ირგვლივ.მაგ:1.რატომ  არ ერთვება  თქვენი შვილი სასკოლო  და სასწავლო აქტივობებში, რატომაა მისი  მოტივაცია  დაბალი? 2.  რას მირჩევთ,  რა სტრატეგია  გამოვიყენო  მოსწავლეების აქტივობებში ჩასართავად?  და ა.შ.
              იმისათვის, რომ  მშობლებს  ეპასუხნათ  გულწრფელად  და არშექმნოდათ   დისკომფორტი, კითხვარები  გავატანე  სახლში  და  ვთხოვე, რომ 2 დღეში  დაებრუნებინათ. მართლაც  სამივე  მშობელმა სრულად  გასცა   კვლევისათვის  მომზადებულ  კითხვებს, რამაც  გამიადვილა  მიმეღო  უფრო დეტალური  და  სრულყოფილი ინფორმაცია, თუ  რატომ  იყვნენ  მათი შვილები  გულგრილნი სასკოლო  ცხოვრების და საკლასო  აქტივობების მიმართ.  ასევე  დამეზუსტებინა  ის  რეალური  პრობლემა,  რაც  წარმოადგენდა  ჩემს  საკვლევ  თემას. ხოლო  მშობლებისათვის  მომზადებული  კითხვარები  სანდო,  ობიექტური  და კვლევისთვის  სასარგებლო  რომ  ყოფილიყო, გადავწყვიტე  ანონიმური  ყოფილიყო.
შემოგთავაზებთ  ზემოთხსენებულ  კითხვარს.
ანონიმური ანკეტა-კითხვარი მშობელთათვის
                           მოგესალმებით!
ჭვინთის  საჯარო სკოლის პედაგოგები ვატარებთ    პრაქტიკულ  კვლევას მე-9 კლასის მოსწავლეთა საკლასო  აქტივობებსა და სასკოლო  ღონისძიებაში ჩართულობის და მოტივაციის  ამაღლებისთვის.
მე ვფიქრობ, რომ  თქვენი, როგორც მშობლის ჩართულობა და აქტიურობა  მნიშვნელოვანია,იმისთვის,რომ კვლევა ჩატარდეს წარმატებით.გავითვალისწინო  მოსწავლეებთან  თანამშრომლობის ფორმები,ინტერესის სფერო და ის  კითხვები, რომლებსაც  თქვენ  უნდა უპასუხოთ, მოგვცემს საშუალებას  რეალურად  დაგვანახოს ის პრობლემები და დამოკიდებულებები,რომელიც გამოიხატება  მათი სასკოლო აქტივობებისადმი გულგრილი მიდგომით და შევძლო განვახორციელო  აქტივობები,რომელიც დააინტერესებს მოსწავლეეებს,რაც  კიდევ უფრო მეტ შედეგს მოგვცემს სწავლა-სწავლების პროცესში.
       შეგახსენებთ, რომ თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.არ საჭიროებს სახელისა და გვარის დაფიქსირებას.
1.ხართ თუ არა ინფორმირებული თქვენი შვილის მიერ სასწავლო აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩართულობის  შესახებ?
                            კი              არა           ნაწილობრივ
 2.რა  ფორმით იღებთ ინფორმაციას სკოლაში ჩასატარებელი ღონისძიებებისა და  სასწავლო აქტივობების  შესახებ?
ა)საერთოდ  არ მაქვს ინფორმაცია
ბ)ვურთიერთობ დამრიგებელთან(ტელეფონით)
გ)ხშირად დავდივარ სკოლაში და ვთანამშრომლობ პედაგოგებთან
დ)შვილი მეუბნება
3)რამდენად  ხშირად ესწრებით სკოლაში  ჩატარებულ ღონისძიებებს(აქტივობებს),სადაც  მონაწილეობს თქვენი შვილი?
ა)საერთოდ არ ვესწრები  ბ)ხშირად  ვესწრები გ)იშვიათად ვესწრები
4)  როგორ  ფიქრობთ, რატომ არ იღებსაქტიურ  მონაწილეობას თქვენი შვილი სასწავლო აქტივობებში?
ა) ზარმაცია
ბ)არ აქვს მოტივაცია
გ)ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე
დ)დაბალი თვითშეფასება აქვს(ვერ შევძლებ, ვერ გავაკეთებ და ა.შ.)
ე)ზედმეტად არის ჩართული საოჯახო საქმეებში
5) რით არის დაკავებული თქვენი  შვილი როდესაც ბრუნდება სახლში?
ა)კითხულობს წიგნს
ბ)კომპიუტერთან თამაშობს
გ)უყურებს ტელევიზორს
დ)დაკავებულია საოჯახო საქმეებით
ე)ვარჯიშობს
შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე პასუხი
6) უწევთ თუ არა დახმარებას თქვენს  შვილს სკოლაში დაგეგმილი სასწავლო აქტივობების ჩატარებისას?(მაგ:უმზადებთ სასცენო კოსტიუმს,ამეცადინებთ სცენაზე წარსდგენისთვის,ამხნევებთ მას უცხადებთ ნდობას და ა. შ.)         კი         არა      ხანდახან    საერთოდ არა
    7)როგორი ხასიათი აქვს თქვენს შვილს ?
      ა)დამყოლი ბ)ჯიუტი გ)არაპროგნოზირებადი დ)ფეთქებადი
    8)რამდენი ქულით  შეაფასებდით  თქვენი შვილის  ჩართულობას სასკოლო  აქტივობებში?
                        10                   5                 0
     9)თქვენი აზრით, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თქვენი შვილი დავაინტერესო  უფრო აქტიურად  ჩაერთოს სასკოლო და სასწავლო აქტივობებში?   
     ა)ხშირად ჩავატარო  სხვადასხვა აქტივობები
      ბ)დავაკისრო ლიდერის  ფუნქცია
       გ)მრავალფეროვანი და ხალისიანი გავხადო აქტივობები
        დ)შევუქმნა მოტივაცია (წავახალისო, შევაქო და ა.შ.)
         ე)მკაცრად მივცე დავალება, მითითებ

გმადლობთ  თანამშრომლობისთვის!


ფოკუს-ჯგუფი  მასწავლებლებთან(ანალიზი)

მანამდე კი სანამ  ვისაუბრებ  მასწავლებელთა  ფოკუს ჯგუფის  შესახებ,  ყურადღებას  გავამახვილებ  იმ  მეთოდებზე, რომელიც  გამოვიყენე  მონაცემთა  შეგროვების  დროს. კერძოდ  ფოკუსჯგუფი,  დისკუსია, ანონიმური  ანკეტირება.
              ფოკუსჯგუფი  ჯგუფური  ინტერვიუს,  დისკუსიის სახეობაა .  ამ დროს  რამდენიმე  რესპოდენტს ვესაუბრებით(ჩემს კონკრეტულ  შემთვევაში-9-მასწავლებელს).  ამ  მეთოდს  „ჯგუფურ დისკუსიასაც„  უწოდებენ.
  ფოკუს  ჯგუფის  დროს  აზრთა  გაცვლის  პროცესში  რესპოდენტები  უკეთესად  ავლენენ  თავიანთ  დამოკიდებულებებს  პრობლემისადმი. მას აქვს  ძალიან  დიდი  უპირატესობა  სხვა  მეთოდთან   შედარებით, რადგან  ჯგუფში  მყოფ  ადამიანში  აღმოჩნდება ისეთი  ვინმე, ვინც  განსაკუთრებული  გულახდილობით  გამოირჩევა. ამან  შეიძლება  წაახალისოს  დანარჩენი  წევრებიც,  რომ გულახდილად  ისაუბრონ. ამ დროს  რესპოდენტები  უფრო  თამამები  და  თავდაჯერებულები  არიან.
              საჭიროა  გავითვალისწინოთ  ის  ფაქტი, რომ ფოკუს-ჯგუფის  თითოეულ  მონაწილეს უნდა  მივცეთ  საშუალება  თავისუფლად  გამოხატოს  საკუთარი  აზრი, ხელი შევუწყოთ  მონაწილეებს  იყვნენ გულახდილები  და აქტიურნი. უნდა  შევეცადოთ  შევქმნათ  ჯანსაღი  ატმოსფერო,  რათა  მონაწილეებმა  თავისუფლად  იგრძნონ  თავი. თუმცა  დაიცვან  დისკუსიის  ფორმატი,  რაც არ უნდა  აღემატებოდეს 2 საათს.  ფოკუს-ჯგუფის  მომზადებისას  და  ჩატარებისას  მასწავლებელმა  წინასწარ  უნდა  მოამზადოს  დისკუსიის  გეგმა,  რომლის  მიზანია არა  რაიმე  გადაწყვეტილების  მიღება, არამედ  ის,რომ  ყველა  რესპოდენტს  მიეცეს  თავისი  აზრის  გამოთქმის  საშუალება.შედეგად  მიღებული  ინფორმაცია  სრულფასოვანს  გახდის  რაოდენობრივ  შედეგებს  და მომცემს  საშუალებას  მივიღო  ჩემთვის  საინტერესო   და  სასარგებლო  მასალა  მასობრივი  გამოკითხვის  კითხვარის  შესადგენად.
              ამ  მეთოდის  უპირატესობა არის ის,  რომ  ეს მეთოდი  გვაძლევს  საშუალებას:ა) თვალი ვადევნოთ, როგორ  აყალიბებენ  მონაწილეები  აზრებს ბ)  დააფიქროს  თითოეული მათგანი  რატომ აქვს  ამა  თუ იმ საკითხზე  ასეთი მოსაზრება  და არა  სხვაგვარი.   გ)სხვა თვალით  დაინახოს  ესა თუ ის საკითხი. დ) გამოკვეთოს  და  დააკვირდეს  ისეთ მნიშვნელოვან  საკითხს,  რომელზეც  არასდროს  დაფიქრდებოდა  ჩვეულებრივი  ინტერვიუს  დროს.ე)  აღმოაჩინოს  ახალი თემები  და წამოაყენოს  ახალი  ვერსიები. თუმცა  ფოკუს-ჯგუფისთვის  მომზადებული  ღია  კითხვების  სტატისტიკური  დამუშავება  ძალიან  შრომატევადია  და დიდ  დროს  მოითხოვს.
მასწავლებელთა ფოკუს ჯგუფის კითხვარის სტატისტიკური მონაცემები


1.თქვენი აზრით, რატომ არის IX კლასის  მოსწავლეთა მოტივაცია დაბალი, ანუ რატომ არ ერთვებიან ისინი სასკოლო და საკლასო ღონისძიებებში?









2.მოდიან თუ არა IXკლასის მოსწავლეები თქვენს გაკვეთილზე მომზადებულნი?
.



3.თქვენი აზრით ე.წ.“გარდატეხის ასაკი“(ასაკობრივი თავისებურება)ხომ არ უშლის ხელს მოსწავლეებს იყვნენ  გულგრილნი ასეთი აქტივობების მიმართ?











4.თქვენი აზრით , რა განაპირობებს  მოსწავლეთა განსხვავებულ  აქტიურობას (დამოკიდებულებებს)
სხვადასხვა  პედაგოგის მიერ ჩატარებული ღონისძიებების მიმართ?

5.როგორი უნდა იყოს  თქვენი აზრით სასკოლო, ან საკლასო ღონისძიება იმისთვის,რომ  მოსწავლე ჩაერთოს  მასში?


6.აქტიურობენ თუ არა IX კლასის მოსწავლეები თქვენს  საგანში დაგეგმილ აქტივობებში?



7.რას მირჩევდით,რა სტრატეგია გამოვიყენო იმისთვის  რომ დავაინტერესო  მოსწავლეები ჩაერთონ
სასკოლო აქტივობებში?


                                                             მასწავლებელთა ფოკუს-ჯგუფის  ანალიზის  დასკვნა
         მასწავლებლებთან  შეხვედრის  და დისკუსიის გამართვის  შემდეგ  მივიღე საინტერესო  ვერსიები  და  დავასკვენი, თუ რა იწვევდა მოსწავლეთა უინტერესობას  სასკოლო  ღონისძიებებში.  გამოიკვეთა  რამდენიმე  ვერსია(მათ შორის ასაკობრივი თავისებურება,ინტერესის  ნაკლებობა, ტექნოლოგიებთან მიჯაჭვულობა,აქტივობების  მრავალფეროვნების  სიმცირე, მშობელთა აქტიურობა ჩართულობის მხრივ  და  ა.შ.)  ხოლო იმისათვის,რომ  დამენახა  საკვლევი  თემის  პრობლემა, კოლეგებს  ვთხოვე  მონაწილეობა  მიეღოთ  წერილობით  გამოკითხვაში  და შევთავაზე პასუხი გაეცათ  ანონიმური  კითხვარისთვის, რაც  დამეხმარებოდა გამეგო ის ძირითადი მოსაზრებები, რაც  გამიადვილებდა შემდეგ კვლევის წარმართვას.
 პედაგოგებმა გარკვევით  დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები, რამაც მომცა  სტიმული უფრო დიდი ინტერესით გამეგრძელებინა  მუშაობა.აქვე  გაგაცნობთ  ფოკუს-ჯგუფისთვის განკუთვნილ კითხვარებს.
კითხვები მასწავლებელთა ფოკუს ჯგუფისათვის
მოგესალმებით პატივცემულო კოლეგებო!
თქვენ წინაშეა კითხვები,რომლებიც მომცემს საშუალებას დავაზუსტო, რატომ  არ ერთვებიან IX კლასისმოსწავლეები აქტიურად სასკოლო  ღონისძიებებსა  თუ აქტივობებში.
     1.თქვენი აზრით, რატომ არის IX კლასის მოსწავლეთა მოტივაციადაბალი, ანუ რატომ არ ერთვებიან  ისინი სასკოლო და საკლასო ღონისძიებებში?
    2.მოდიან თუ არა IX კლასის მოსწავლეები თქვენს გაკვეთილზე  მომზადებულნი?
     3.თქვენი აზრით ე.წ.“გარდატეხის ასაკი“(ანუ ასაკობრივი  თავისებურება)ხომ  არ უშლის ხელს მოსწავლეებს იყვნენ  გულგრილნი  ასეთი აქტივობების  მიმართ?
     4.თქვენი  აზრით,რა განაპირობებს მოსწავლეთა განსხვავებულ აქტიურობას(დამოკიდებულებებს) სხვადასხვა პედაგოგის მიერ ჩატარებული  ღონისძიებების მიმართ?
     5.როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით სასკოლო, ან საკლასო ღონისძიება იმისთვის, რომ მოსწავლე ჩაერთოს მასში?
     6.აქტიურობენ  თუ არა ( როგორ)IX   კლასის მოსწავლეები თქვენს საგანში დაგეგმილ აქტივობებში?
     7.რას მირჩევდით,რა სტრატეგია გამოვიყენო იმისთვის, რომ  დავაინტერესო  მოსწავლეები ჩაერთონ სასკოლო აქტივობებში?
                                               გმადლობთ  თანამშრომლობისთვის!


                        მოსწავლეთა ინდივიდუალური  ანონიმური კითხვარი
                                               (მოსწავლეთა  ანკეტირება)
იმისათვის, რომ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მიმეღო  საკვლევი თემის პრობლემის  ირგვლივ და  დამეზუსტებინა მოსწავლეთა დამოკიდებულება,მონაცემთა შეგროვების მეთოდად გამოვიყენე ე.წ. მასობრივი გამოკითხვა, კერძოდ მოსწავლეთა ინდივიდუალური ანკეტირება. კითხვები იყო  წინასწარ მომზადებული სამივე მოსწავლისთვის.
როგორც ვიცით სწავლების პროცესში  კვლევების  ერთ-ერთი  მეთოდი არის მასობრივი გამოკითხვა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ზეპირი ინატერვიუ,ისე წერილობითი გამოკითხვა, ანუ ანკეტირება.კვლევისას მე გამოვიყენე ანონიმური(წერილობითი გამოკითხვა),რომელიც არის ინტერვიუს  სტრუქტუირირებული(ფორმალიზებული) სახე, სადაც  ძირითადად ღია კითხვებია  გამოყენებული. შეკითხვები კი უმეტესწილად დახურულია.
ანკეტირების  უპირატესობა  არის ის,  რომ ზოგავს ბევრ დროს და შრომას მონაცემთა შეგროვებისას, ასევე სახელობით ანკეტასთან  შედარებით მისი უპირატესობაა ის,რომ ანონიმურობის  დაცვით  რესპოდენტი  უფრო  გულწრფელია  და მის მიერ  გაცემული პასუხები  ზუსტი და სანდოა.თუმცა  მაინც  ახლავს თავისი  სირთულეები.  მაგ: კითხვების ხარისხი. ასევე  გასათვალისწინებელია ისიც, რაგინდ კორექტულად არ  იყოს  კითხვა  ფორმულირებული. მაინც არ იძლევა  საკითხის  სიღრმისეული დამუშავების  საშუალებას  და  ამავდროულად  მისი  სტატისტიკური დამუშავება   ძალიან შრომატევადია.
შემოგთავაზებთ  მოსწავლეთათვის შედგენილ  ანონიმურ კითხვარს

1.მოგწონს  თუ არა სკოლაში სიარული?
          კი       არა     
2.რატომ არ გინდა  მიიღო მონაწილეობა  საკლასო, სასკოლო აქტივობებში?
ა)გეზარება    ბ)გრცხვენია  გ) შიშობ  რომ ვერ შეძლებ  დ)არ გაქვს პედაგოგის  მხარდაჭერა
3.გჯერა საკუთარი  თავის?
         კი         არა         ნაწილობრივ
4.რა შემთხვევაში  ეთანხმები  მასწავლებელს  სასკოლო აქტივობებში  მონაწილეობის  მიღებაზე?
ა)როცა გთხოვს     ბ)როცა  მკაცრად  გეუბნება   დ)როცა მოტივაციას გიქმნის(გახალისებს, გაქებს,გასაჩუქრებს)
5.უზიარებ თუ არა  მშობელს  შენი სასკოლო ცხოვრების ელემენტებს?
ა) ყოველთვის  ბ)ხანდახან  გ)არასდროს
6.როგორ  მასწავლებელთან  მიიღებ სიამოვნებით  მონაწილეობას  საკლასო, ან სასკოლო აქტივობაში(ღონისძიებაში)?
ა)მკაცრ  პედაგოგთან  ბ)მეგობრულ  პდაგოგთან  გ)სიახლებისა  და  ინოვაციური მიდგომის პედაგოგთან
7.როდის  ასრულებ მასწავლებლის მითითებას?
ა)როცა  გთხოვს    ბ)როცა გიბრძანებს

8.გეხმარება,   მხარში  გიდგას  მშობელი,  როცა გაიგებს, რომ გარკვეულ
ღონისძიებაში  იღებ მონაწილეობას?
ა) კი             ბ) არა       გ) ხანდახანდ) საერთოდ არ მეხმარება
9.წარმოიდგინე შენი თავი „ვითომ მშობელი ხარ“ როგორ, რა ფორმით დაეხმარებოდი შენს შვილს სასკოლო  აქტივობების განხორციელებაში?
ა)გაამხნევებდი
ბ)სასცენო ფორმას შეუკერავდი
გ)რეპეტიციას დაესწრებოდი
დ)საერთოდ არ  მიაქცევდი ყურადღებას
ე)ეტყოდი:“შენთვის  არ მცალია,თავი დამანებე“
შეგიძლიათ დააფიქსიროთ რამდენიმე პასუხი!
მეცხრე კლასის მოსწავლეთა გამოკითხვის სტატისტიკური მონაცემები
1.მოგწონს თუ არა სკოლაში სიარული?





2.რატომ არ გინდა მიიღო მონაწილეობა სასკოლო და საკლასო აქტივობებში?

3.გჯერა საკუთარი თავის?

4.რა შემთხვევაში ეთანხმები მასწავლებელს სასკოლო აქტივობებში მონაწილეობის მიღებაზე?

5.უზიარებ თუ არა მშობელს შენი სასკოლო ცხოვრების ელემენტებს?


6.როგორ მასწავლებელთან მიიღებ სიამოვნებით მონაწილეობას  საკლასო, ან სასკოლო აქტივობაში(ღონისძიებაში)?
7.გეხმარება,მხარში გიდგას მშობელი, როცა გაიგებს რომ  გარკვეულ ღონისძიებაში იღებ მონაწილეობას?


8.შენ რომ მშობელი იყო,რა ფორმით დაეხმარებოდი შენს შვილს საკოლო აქტივობების განხორციელებისას?








ფსიქოლოგის  კონსულტაცია
   ჩემი  პრაქტიკული კვლევის მიმდინარეობისას ხშირად  აღინიშნა(მასწავლებლების, მშობლების მხრიდან),რომ მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში დაფიქსირებული პრობლემა, სასწავლო აქტივობებისადმი  ინტერესის ნაკლებობა გამოწვეულია მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებით,რაც ძალზე  ყურადსაღები  და  გასათვალისწინებელია ყველას მხრიდან.იმისათვის,  რომ  უფრო კომპეტენტური  ვყოფილიყავი ამ  საკითხთან  მიმართებაში  და ასევე დამეზუსტებინა15 წლის მოზარდების  დამახასიათებელი  თავისებურებები, გადავწყვიტე  ტელეფონით  გავსაუბრებოდი  ფსიქოლოგს.მისი საუბრის შემდეგ  უკეთესად  გავაანალიზე ის  საკითხი, რაც ჩემი კვლევის  საგანს წარმოადგენს. მივიღე  მისგან რჩევები  როგორი მიდგომა, სტრატეგია  და მეთოდი გამოვიყენო, რათაგანმესაზღვრა  როგორ  მემუშავა წლის  განმავლობაში IX კლასელებთან და შემძლებოდა საკვლევ თემაში წარმოდგენილი პრობლემების  იდენტიფიცირება, მოგვარება  და ინტერვენციების  განხორციელება. ფსიქოლოგს  დავუსვი  სამი შეკითხვა, რაზეც მან ამომწურავად  ისაუბრა  და  მომაწოდა  მასალა, რომლის გათვალისწინების შემდეგაც  ვფიქრობ   შევძლებ  სავარაუდო  ინტერვენციების  განხორციელებას.
ფსიქოლოგისთვის მომზადებული კითხვები და  მის მიერ  გაცემული  პასუხები                       

        1. როგორ დაახასიათებდით  14-15 წლის მოზარდებს?
        ამ ასაკისთვის  ერიკ ერიქსონის მიხედვით დამახასიათებელია მეხუთე სტადია: პიროვნების იდენტობა-როლების აღრევა. ამ დროს პიროვნენები აიგივებენ საკუთარ თავს გარკვეულ ტიპოლოგიურ კატეგორიასთან. იდენტობა განსაზღვრავს ადამიანის ქცევას ანუ ის თუ ვის მიაკუთვნებს საკუთარ თავს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ იდენტობა დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნეოვან კითხვასთან - ვინ ვარ მე? აქედან გამომდინარე ამ პერიოდში მოზარდებისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს საკუთარი თავის შესახებ ამ დროისთვის დაგროვილი ინფორმაციის გაერთიანება და გადაწყვეტა თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან და როგორები არია ისინი ამ კატეგორიისთვის. მაგ: როგორები არიან ისინი როგორც შვილები. იდენტობის ჩამოყალიბება ანუ თვითგამორკვევა ხანგრძლივი, რთული და ხშირად მტკივნეულ პროცესია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ ასაკისთვის უძლიერდებათ განცდა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია და ფასეულია სხვების აზრი მათ შესახებ. ხშირად განიცდიან იმედგაცრუებას, აქვთ ერთმანეთში არეული გრძნობებისა და ემოციეის ნაზავი. სწორედ ამ ფაქტორების და შესაძლებელია სხვა ფაქტორების გათვალისწინებითაც, შესაძლებელია მოზარდებმა ვერ შეძლონ საკუთარი იდენტობის განსაზღვრა და განუვითარდეთ იდენტობის კრიზისი.
ამ ასაკში მათ უვითარდებათ თვითმართველობის განცდა, რომ შეუძლიათ რაღაცეები თავიანთი კონტრლისა და მართვის ხელში იყოს, თუმცა აცნობიერებენ იმასაც, რომ თვითონ მაინც სხვისი კონტროლის ქვეშ რჩებიან.



2.შეიძლება თუ არა ასაკობრივი მახასიათებლების გამო  მოსწავლეებში  წავაწყდეთ რაიმე სახის პრობლემას სასწავლო აქტივობების  განხორციელებისას და რა შეიძლება იყოს ეს?
        იმის გათვალისწინებით, რომ ამ ასაკში მნიშვნელობას ანიჭეენ სხვების აზრს საკუთარი თავის შეფასების დროს, შეიძლება დემოტივატორი აღმოჩნედეს ვინმეს უარყოფითი შეფასება, თუნდაც რეალობას შეესაბამებოდეს. ხშირად ადამიანებზე მოქმედებს უარყოფითი შეფასება ცუდად და გამოსწორების მაგივრად ისინი უფრო ცუდისკენ მიდიან, რადგან ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ისინი მხოლოდ იღებენ უარყოფით შეფასება ყველანაირი განმარტების გარეშე თუ რისთვის დაიმსახურეს ეს. გარდა ამისა როგორც უკვე ვთქვით მათ ერთმანეთში აქთ აღრეული გრძნობებისა და ემოციების ნაზავი და ამიტომ ეს ხელს უშლის საკუთარი თავის გამორკვევაში და როცა ადამიანს საკუთარი თავი არ გაქვს შეცნობილი, არ გაქვს ერთგვარი მიზანი ჩამოყალიბებული, ძნელია გადაწყვეტილების მიღებაც თუ რისი კეთება გინდა . ამ ასაკში მათ უვითარდებათ აბსტრაქტული აზროვნების უნარი და ჰიპოთეზურ დედუქციური მსჯელობა, რაც ეხმარება იმაში რომ განსაზღვროს რამდენად სასარგებლოა მისთვის რაიმე ქმედება (მაგ: რომელიმე ღონისძიებაში ჩართა) . ასევე დემოტივატორი შეიძლება გახდეს ჩვენს გამოცდილებაში ისეთი ფაქტების არსებობა, როდესაც უარს ვამბობთ რაიმე ქმედების განხორციელებაზე და არავინ ინტერესდება იმით თუ რის გამო ვთქვი უარი.


3.რა   სტრატეგია, მიდგომა(ხერხი) გამოვიყენო  ამ ასაკის ბავშვებთან  რათა  აქტიურები  გახდნენ  სასკოლო ცხოვრებაში(აქტივობების  განხორციელებისას)?
          და თუ რითი შეიძლება მათი ჩართულობის გაზრდა, პირველ რიგში ვაგრძნობინოთ, რომ ისინი ღირებული ადამიანები არაიან ჩვენთვის, რომ რაიმე პროექტში ჩართვა ეს მათთვის იქბება სარგებლის მომტანი და არა ჩვენთვის. ასევე განცდა იმისა, რომ ისინი რაიმე ღირებულს ქმნიად არის ძალიან დიდი მოტივატორი, თუმცა მოტივატორებიც და დემოტივატორებიც ყველასათვის განსხვავებულია და ინდივიდუალურად უნდა შეისწავლებოდეს. ძალიან მარტივად შეიძლება ვკითხოთ თუ რატომ არ უნდა და რა პირობებში ენდომებოდა. როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ სხვისი შეფასება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ აუცილებელია შეფასების დროს ყოველთვის გავამახვილოთ პირველად მათ იმ თვისებებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც კარგია და კარგათ გამოდით, ამისთვის ისინი უნდა შევაქოთ კიდეც ანუ მივაწოდოდთ სოციალური განმამტკიცებლები. და შემდეგ უთხრათ უარყოფითი ოღონდ არა იმ ფორმით რომ შენ რაიმე არ გამოგდის და ამიტომ ხარ ასეთი, არამდე სხვაგვარად. მაგ: ვფიქრობ შენ ამა და ამ საკითხში მოისუსტებ ამა და ამ მიზეზის გამო, ან პრობლემის გამო. ყოველთვის არის გარემოში ისეთი რამ რაც ხელის შემშლელია და მოდი ერთად ვიპოვოთ ის დამაბრკოლებელი ფაქტორი და აღმოვფხვრათ ერთად, ამით პრობლემაც მოგვარდება.


ლიტერატურა: ლორა ბერკი "ბავშვთა განვითარება"

                        მონაცემთა ანალიზი -მშობელთა  ფოკუს - ჯგუფის  ანალიზი
კვლევის პერიოდში  მონაცემთა  შეგროვების მეთოდად გამოვიყენე  ფოკუს-ჯგუფი(ფოკუსირებული დაკვირვება) IX კლასის  მშობელთა  და  პედაგოგთა ჩართულობით, რის  შემდეგაც ჩავატარე მშობელთა ფოკუს- ჯგუფის ანალიზი.რომლის  მიზანიც  იყო: მოსწავლეთა  მშობლების მხრიდან მათი  დამოკიდებულებების შესწავლა  სასწავლო და  სასკოლო  აქტივობებში ინფორმირებულობის გაზრდის,თანამონაწილეობის  კუთხით, ასევე  სტრატეგიების  და მეთოდების,მოტივაციის  ამაღლების  საკითხი, რომელიც დამეხმარებოდა  უფრო აქტიურად  მიეღოთ  IX  კლასელებს  ზემოთქმულ  აქტივობებში მონაწილეობა.
შეხვედრაზე  ვისაუბრეთ  შემდეგი  საკითხის  ირგვლივ  1.როგორ ფიქრობთ, რატომ არ ერთვებათქვენი შვილი  სასკოლო და  სასწავლო  აქტივობებში  და რატომაა მისი  მოტივაცია დაბალი?
2.რას მირჩევთ,  როგორ  გავააქტიურო თქვენი შვილი  ჩაერთოს  სასკოლო  ცხოვრებაში?
IX კლასის  მოსწავლეთა  მშობლებმა  დააფიქსირეს საკუთარი  მოსაზრება  და აღნიშნეს, რომ კვლევის მთავარ პრობლემას იწვევს,ის რომ მათი შვილების  ყურადღება  გადართულია  კომპიუტერსა  და ტელეფონზე,რაც  დამოკიდებულს  ხდის,  უკარგავს შინაგან  მოტივაციას  და იწვევს  მათ გულგრილობას.  ასევე ყურადღება  გაამახვილეს ასაკობრივ თავისებურებაზე,  რესურსების  მრავალფეროვნებაზე და  მთხოვეს, უფრო მეტად დამეტვირთა მათი შვილები  აქტივობების განხორციელების  დროს.მშობლებმა ისიც  აღნიშნეს,რომ ხანდახან ისინიც  არ აქცევენ შვილებს  ყურადღებას და ესეც ალბათ მოქმედებს  მათი შვილების სასკოლო   ცხოვრებაში ჩართულობაზე .ვერ აანალიზებენ იმას, რომ მშობლების დამოკიდებულება  გარკვეულწილად მოქმედებს  მათი შვილების ქმედებებზე(მაგ: კარგი იქნება მშობელმაც  და მასწავლებელმაც  დაანახოს მოსწავლეს, რა სარგებელი  ექნება მას ამა თუ  იმ  კონკრეტულ  აქტივობაში  მონაწილეობის დროს).
მშობელთა  ფოკუს-ჯგუფის ანალიზის  დასკვნა
         IX კლასის მოსწავლეთა  მშობლებთან  საუბრის  შემდეგ  გავაანალიზე
 მათი  პასუხები და დავასკვენი, რომ  ტექნოლოგიების  განვითარებამ დადებითთან ერთად  უარყოფითი  შედეგი  მოუტანა მათ შვილებს,  რაც  გამოიხატება  იმაში, რომ  მოსწავლეები  უინტერესოდ  ეკიდებიან  სასკოლო ცხოვრებას და არ სურთ მონაწილეობა მიიღონ საკლასო თუ  სასკოლო  აქტივობებში, რაც იწვევს  მათ გულგრილ  დამოკიდებულებას  და სოციალური, ასევე სხვა უნარების  დაქვეითებას.ამ პრობლემის თავი და თავი მხოლოდ  მოსწავლე და ტექნოლოგიების განვითარება  არაა, დამნაშავეა  როგორც  მშობელი,(როცა ღიად აფიქსირებს საკუთარ  დანაშაულს  „არ ვაქცევ  შესაბამის  ყურადღებას“) შვილს  და ცდილობს  თავიდან აიცილოს  საკუთარი  პასუხისმგებლობა.   მაქსიმალურად  ამოუდგეს  მხარში,  უბრალოდ უფრო მეტი  დრო  დაუთმოს  შვილს.ასევე  მასწავლებელი,როდესაც არ  სთავაზობს  მრავალფეროვან აქტივობებს, რათა  დააინტერესოს მოსწავლე  და  დაანახოს  ის  სარგებელი,  რასაც  მოუტანს მსგავსს  აქტივობებში ჩართვა.
მშობელთა ანონიმური  კითხვარის  ანალიზი
მშობლებთან  ფოკუს-ჯგუფის  ჩატარების შემდეგ  შევადგინე  ანონიმური  კითხვარი მშობელთათვის(რომლის მიზანი იყო IXკლასის მოსწავლეთა  მშობლების მიერ  გაცემულ პასუხებზე  დაყრდნობით  გამეკეთებინა კითხვარის  ანალიზი, რასთან  მიმართებაშიც  გამოვიტანდი ანალიზის  დასკვნას)  სადაც იყო 9 კითხვა. კითხვარები  დაურიგდა 3  მშობელს.სამივე  მშობელმა დათქმულ დროს  დააბრუნა პასუხგაცემული კითხვარი, რაზე  დაყრდნობითაც  შევადგინე  სტატისტიკური მონაცემები  დიაგრამის  სახით, რომელმაც მომცა  საშუალება  გამომეტანა  ანონიმური კითხვარის  ანალიზის  დასკვნა, რითაც  შევძლებდი  დამეგეგმა და განმეხორციელებინა შესაძლო  სავარაუდო  ინტერვენციები  საკვლევი თემის პრობლემის მოსაგვარებლად.
მონაცემები  გამოიყურება   შემდეგნაირად
მშობელთა ანონიმური კითხვარის სტატისტიკური დიაგრამა

1.ხართ თუ არა  ინფორმირებული  თქვენი შვილის  მიერ სასწავლო აქტივობებსა და ღონისძიებებში
ჩართულობის შესახებ?


2.რა  ფორმით  იღებთ ინფორმაციას სკოლაში ჩასატარებელი  ღონისძიებებისა და სასწავლო აქტივობების შესახებ?

3.რამდენად ხშირად ესწრებით სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებს(აქტივობებს),სადაც მონაწილეობს თქვენი შვილი?
4.როგორ ფიქრობთ, რატომ არ იღებს აქტიურ მონაწილეობას  თქვენი შვილი  სასწავლო  აქტივობებში?



5.რით  არის დაკავებული თქვენი შვილი, როდესაც ბრუნდება სახლში?
6.უწევთ თუ არა  დახმარებას  თქვენს შვილს სკოლაში დაგეგმილი სასწავლო აქტივობების ჩატარებისას?




7.როგორი ხასიათი აქვს თქვენს შვილს?





8.რამდენი ქულით  შეაფასებდით  თქვენი  შვილის  ჩართულობას სასკოლო აქტივობებში?
9.თქვენი აზრით, რა უნდა გავაკეთო იმისთვის,რომ თვენი შვილი დავაინტერესო უფრო აქტიურად ჩაერთოს სასკოლო და საკლასო აქტივობებში?


  მშობელთა ანონიმური კითხვარის  ანალიზის დასკვნა
მშობლების მიერ  ანონიმურ  კითხვებზე გაცემული პასუხების მიხდვით  დავასკვენი,რომ მშობლები ნაკლებად  არიან ჩართული შვილების სასკოლო ცხოვრებაში და სამი მშობლიდან ინფორმაციას 2 იღებს შვილისგან, ხოლო ერთი  დამრიგებლისგან.
მათ პასიურობას  კი 1 ხსნის  სიზარმაცით,ორი კი  ასაკობრივი  თავისებურებით.ხოლო კითხვაზეკი რა გავაკეთო  იმისათვის, რომ  დავაინტერესო მოსწავლეები, 1მშობელმა დააფიქსირა მოტივაციის შექმნა, მეორემ- მრავაფეროვანი აქტივობების  შეთავაზება, მესამემ ლიდერის ფუნქციის  დაკისრება.
IX კლასის  მოსწავლეთა  გამოკითხვის  ანალიზი
            კვლევის  მიმდინარეობისას  გადავწყვიტე   მოსწავლეთა ანონიმურ  კითხვარზე  დაყრდნობით  ჩამეტარებინა  გამოკითხვის  ანალიზი,რაშიც გამოვლინდა  რომმოსწავლეებმა გულწრფელად  დააფიქსირეს  საკუთარი  აზრი  და აღნიშნეს,რომ აქტივობებში მონაწილეობა  ეზარებათ,რადგან   „დიდებად   თვლიან თავს“, თუმცა სკოლაში  სიარული  უხარიათ.
სტატისტიკური  მონაცემები ასეე გამოიყურება:
მეცხრე კლასის მოსწავლეთა გამოკითხვის სტატისტიკური მონაცემები
1.მოგწონს თუ არა სკოლაში სიარული?










2.რატომ არ გინდა მიიღო მონაწილეობა სასკოლო და საკლასო აქტივობებში?












3.გჯერა საკუთარი თავის?

4.რა შემთხვევაში ეთანხმები მასწავლებელს სასკოლო აქტივობებში მონაწილეობის მიღებაზე?



5.უზიარებ თუ არა მშობელს შენი სასკოლო ცხოვრების ელემენტებს?



6.როგორ მასწავლებელთან მიიღებ სიამოვნებით მონაწილეობას  საკლასო, ან სასკოლო აქტივობაში(ღონისძიებაში)?

7.გეხმარება,მხარში გიდგას მშობელი, როცა გაიგებს რომ  გარკვეულ ღონისძიებაში იღებ მონაწილეობას?
8.წარმოიდგინე შენი თავი „ვითომ მშობელი ხარ“ როგორ, რა ფორმით დაეხმარებოდი შენს შვილს სასკოლო აქტივობების განხორციელებაში?

მოსწავლეთა გამოკითხვის ანალიზის  დასკვნა
 ამრიგად მე-9 კლასის  მოსწავლეთა გამოკითხვის  შემდეგ  დავასკვენი, რომ მართალია არ ეზარებათ
სკოლაში  სიარული,სჯერათ  საკუთარი თავის,  მაგრამ არიან  ზარმაცები   და არ აქვთ შინაგანი მოტივაცია ჩაერთონ სხვადასხვა სასკოლო  აქტივობებში, რასაც თავიანთი ასაკით  „დიდობით“ხსნიან .მათ დიდი  სურვილი  აქვთ  პედაგოგები  ისე მოექცნენ, როგორც სრულფასოვან და ზრდასრულ  ადამიანს და იყვნენ  უფრო მეგობრულები, რადგან ეს აძლევს  მათ  დამატებით  სტიმულს.
                                               კვლევის  მიგნებები
კვლევის  დასარულს  ანალიზისას დაფიქსირდა  შემდეგ საინტერესო  ვერსიები:
1.მოსწავლეების ტექნოლოგიებთან ზედმეტი  დროის  გატარება
2.ასაკობრივი  თავისებურება
3.მოსწავლეთა ინტერესის  ნაკლებობა
4. მშობლების  ნაკლები  ჩართულობა საკოლო  საქმიანობებში.
5.მოსწავლეთა  შინაგანი  მოტივაციის  არქონა


ინტერვენციების  შემუშავება  და განხორციელება
კვლევის  მიმდინარეობის პროცესში  მიღებული  ინფორმაციის  და  მონაცემების  ანალიზის  საფუძველზე შევეცადე   შემემუშავებინა და განმეხორციელებინა სავარაუდო  ინტერვენციები, რომელიც მდგომარეობს  შემდეგში.
1.      მოსწავლეების აქტიური ჩართულობა  საკლასო  თუ  სასკოლო  აქტივობების  დაგეგმვის პროცესში(მათი  ინტერესებიდან  კომპლექსურად-მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი გათვალისწინებით  განხორციელებული  აქტივობები.
2.      მოსწავლეებისთვის  აქტივობებში ჩართულობის  შემდგომი  სარგებლის დანახვება(როგორც საზოგადოებაში დამკვიდრების  და პიროვნების  ჩამოყალიბების პროცესი, მათი  ინტერესის  თავისებურებების ახსნა-განმარტება
3.      ფსიქოლოგის რეკომენდაციების გაცნობა მასწავლებლებისთვის,  მშობლებისთვის  და მათი  გათვალისწინება( სასწავლო პროცესში თუ  ოჯახური  ურთიერთობის  დროს.)
4.        კლასის  დამრიგებლის მშობლებთან  ხშირი  კონტაქტი და საუბრები სასკოლო ცხოვრებაში 
ჩართულობის გაზრდის მიზნით(თუ მოსწავლეს  ეცოდინება, რომ  მისი  მშობელი ჩართულია სასკოლო  ცხოვრებაში და ინტერესითაა განწყობილი ყველა  აქტივობის  მიმართ,მოსწავლესაც
მიეცემა  მოტივაცია, გახდეს  უფრო  აქტიური.
5.მოსწავლეთა მიერ ტექნოლოგიების მხოლოდ საჭირო დროს,  საჭირო ინფორმაციის
მოძიების  მიზნით გამოყენება(ანუ შეზღუდვა)


ინტერვენციების შეფასება
ინტერვენციების  განხორციელების შემდეგ  კვლავ შევხვდი მშობლებს,კოლეგებს, რომლებიც  შედიოდნენ IX კლასში  და  აქტიურად იყვნენ  კვლევის მიმდინარეობაში  ჩართულნი და გავესაუბრე მათ.
ჩემი  მიზანი იყო გამეცნო მათთვის  ჩემ მიერ  განხორციელებული და  შემუშავებული  ინტერვენციები. სანაცვლოდ კი  ვთხოვე დაეფიქსირებინთ საკუთარი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით ინტერვენციის განხორციელების შემდეგ  შეიცვალა თუ  არა IX კლასელთა  დამოკიდებულება სასკოლო  ცხოვრების მიმართ,  გააქტიურდნენ  თუ  არა  ისინი  საკლასო  და  სასწავლო  აქტივობების  ჩატარების  დროს.
პირველი ინტერვენციის ირგვლივ ისაუბრეს  მე-9 კლასში შემსვლელმა  პედაგოგებმა. მათ აღნიშნეს, რომ მას შემდეგ  რაც  დაიწყეს მოსწავლეების  აქტიური  ჩართულობით  მათი ინტერესებიდან  გამომდინარე  კომპლექსური( მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი) აქტივობების  დაგეგმვა  და  განხორციელება, შეიცვალა მოსწავლეთა  დამოკიდებულება,  რადგან  თავად  იღებდნენ  გადაწყვეტილებებს  მუშაობის პროცესში და სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში. გრძნობდნენ მეტ პასუხისმგებლობას, თავს  თვლიდნენ სკოლის სრულუფლებიან წევრად, რაც უმაღლებდა მათ  საკუთარი  ღირსების  გრძნობას,შინაგან მოტივაციას და უფრო  საინტერესო  და  მრავალფეროვანი იყო მათთვის  ესა  თუ  ის  აქტივობა, ხოლო  მასწავლებლები  და მშობლები მხარში  ედგნენ მორალურად(როცა  ამხნევებდნენ,  აქებდნენ, ახალისებდნენ და ა.შ.) და მატერიალურად(როცა აწვდიდნენ  საჭირო  რესურსს,  რათა  მრავალფეროვანი ყიფილიყო საკლასო თუ  სასკოლო აქტივობა) მათ  აქვე დააფიქსირეს ისიც, რომ უფრო ხშირად  ერთვებოდნენ საკლასო  აქტივობებშიც IX კლასელები.
მეორე ინტერვენციის  შესახებ  მოსაზრება  გამოთქვეს პედაგოგებმა და აღნიშნეს, რომ მას შემდეგ ,რაც გამართეს ხშირი საუბრები  მოსწავლეებთან და დაანახეს ის  სარგებელი, რომელსაც ისინი  მიიღებდნენ  სასკოლო ცხოვრებაში  ჩართვის(კერძოდ  საკლასო  და სასკოლო  აქტივობები)  შემდეგ, რომ განუვითარდებოდათ  ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის, პრეზენტაციის,  სოციალური  უნარ-ჩვევები  და  ა. შ. რაც  იქნებოდა მათი  წარმატების  და  საზოგადოებაში  დამკვიდრების საუკეთესო  საშუალება,  უფრო მოტივირებულნი  გახდნენ და აქტიურად ჩაერთვნენ  სხვადასხვა  სასკოლო  თუ  საკლასო  აქტივობებში.
მესამე ინტერვენციაზე  აქცენტი  გააკეთეს პედაგოგებმა  და მშობლებმა და აღნიშნეს, რომ მას შემდეგ   რაც  მოისმინეს და  გაეცვნენ ჩემ მიერ  მიწოდებულ ფსიქოლოგის  გადმოგზავნილ მასალას, დაიწყეს უფრო სხვა მეთოდითა  და მიდგომით  ბავშვებთან  ურთიერთობა. პედაგოგები აღნიშნავდნენ,რომ  უფრო  მეტი  სიფრთხილით  და ყურადღებით  ეკონტაქტებოდნენ IX კლასელებს, ცდილობდნენ  გაეთვალისწინებინათ მათი  ასაკი  და ინდივიდუალიზმი, რათა მათ ეგრძნოთ თავი  სრულყოფილ,  ზრდასრულ  ადამიანებად,ამან კი საგრძნობლად  გაზარდა  მათი სასწავლო  აქტივობებში  ჩართულობა. მშობლები კი იზიარებდნენ და იწონებდნენ  ფსიქოლოგის მოსაზრებებს  ასაკობრივი  თავისებურებების  შესახებ  და მას შემდეგ, რაც დაინტერესდნენ  შვილების ფსიქოლოგიური  მდგომარეობით  და  დაიწყეს  მისი  გათვალისწინება, შეამჩნიეს სასიკეთო  ცვლილებები მათი  ჩართულობის  კუთხით  და ღიად  დააფიქსირეს,  რომ  ეს იყო  ერთ-ერთი  საუკეთესო  ინტერვენცია, რამაც  გამოიღო  შედეგი IX კლასელებში.
            კვლევაში მონაწილე  პედაგოგებმა  სკოლის სხვა  პედაგოგებსაც ურჩიეს  გაეთვალისწინებინათ  ფსიქოლოგის მიერ  მოწოდებული  რეკომენდაციები.
მეოთხე ინტერვენციაზე  ყურადღება  გაამახვილეს მშობლებმა  ასევე  მასწავლებლებმა.მათ აღნიშნეს,მშობელთა ჩართულობამ მეტი მრავალფეროვნება შესძინა  სასკოლო  ცხოვრებას და გამოიწვია მათი  შვილების  დაინტერესება,  რადგან მოსწავლე  როცა  ხედავდა, როგორი  აქტიური  იყო   მისი მშობელი, თვითონაც  ხალისით იღებდა  მონაწილეობას სასკოლო  თუ საკლასო აქტივობებში.ასევე  მეტ  პასუხისმგებლობას  გრძნობდნენ საწავლო  პროცესის მიმართ.
როგორც  ზემოთ  აღვნიშნეთ, მოსწავლები ძალზე  დამოკიდებულები იყვნენ  ტექნოლოგიებზე  და ამიტომ ერთ-ერთ ინტერვენციად   მასწავლებლებმა და მშობლებმა  დაისახეს მიზნად მათი გამოყენების  შეზღუდვა  სკოლასა და სახლში. მათ ერთობლივი შეთანხმების   საფუძველზე შეუზღუდეს სისტემატურად მისი  გამოყენება და წამახალისებელი  განმამტიცებლებით (გარეგანი მოტივაცია-საჩუქარი,შექება და  ა. შ.) შეძლეს   მათი   დაინტერესება  და ჩართულობის  გაზრდა სასკოლო აქტივობებში,რის  სემდეგაც  მოსწავლეები უფრო მეტად ჩაერთვნენ  სასკოლო  აქტივობებში  და გახდნენ აქტიურნი.

 პრაქტიკული  კვლევის  რეკომენდაციები
        კვლევის დასარულს მე და კვლევაში ჩართულმა IX კლასში  შემსვლელმა ყველა პედაგოგმა ურთიერთანამშრომლობის შედეგად  დავსახეთ პრობლემის გადაჭრის გზები  და მოსწავლეთა მიერ  საკლასო და სასკოლო აქტივობებში ჩართულობის გაზრდის  კუთხით შევიმუშავეთ შემდეგი  სახის  რეკომენდაციები  რისი გათვალისწინებითაც  უნდა  უმუშაოს სკოლაში მომუშავე  ყველა პედაგოგმა.
1.სასწავლო აქტივობები დავგეგმოთ IX კლასის მოსწავლეთა ინტერესიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე  მათი აქტიური  ჩართულობით.(რაც აუმაღლებს მატ საკუთარი ღირსების გრძნობას)
2.დავანახოთ მოსწავლეებს სასკოლო  აქტივობებში ჩართულობის  სარგებელი( რაც  გამოიწვევს მათ  დაინტერესებას  და მოტივაციის ამაღლებას).
3.გავითვალისწინოთ ფსიქოლოგის მიერ მოწოდებული რჩევები მოზარდთა  ასაკობრივიIX(კლასელების)  თავისებურებების  შესახებ, რაც  ითვალისწინებს შემდეგს:
ა) ერიკ ერიქსონის  მიხედვით  ამ ასაკის მოზარდთათვის  დამახასიათებელია ე.წ.  მეხუთე  სტადია, პიროვნების იდენტობა- როლების აღრევა, ანუ თვითგამორკვევა.ვინ ვარ მე?  მოზარდებისთვის მთავარ  ამოცანას  წარმოადგენს  საკუთარი  თავის  შესახებ  ინფორმაციის  გაერთიანება.  თვითგამორკვევის პროცესი ხანგრძლივი პროცესია და ამიტომ მათ  უძლიერდებათ  განცდა,სხვების  აზრი  მათ შესახებ. ხშირად განიცდიან  იმედგაცრუებას, აქვთ გრძნობების და ემოციის ნაზავი.სწორედ  აქედან    გამომდინარე შესაძლებელია  მოზარდებმა ვერ შეძლონ  საკუთარი  იდენტობის განსაზღვრა და განუვითარდეს  კრიზისი, თვითმართველობის განცდა, ანუ როგორც ჩვენს პრაქტიკაში ვიცნობთ „ასაკობრივი თავისებურების“ სახელით
ბ) იქიდან  გამომდინარე,რომ მოზარდები 14-15 წლის ასაკში მნიშვნელობას   ანიჭებენ  სხვების აზრს  საკუთარი თავის  შეფასების  დროსშეიძლება დემოტივატორი აღმოჩნდეს  ვინმეს  უარყოფითი  შეფასება,რაც  ხშირად იწვევს გამოსწორების  ნაცვლად  ცუდისკენ  ლტოლვას. ამ ასაკში  მათ არ აქვთ  შეცნობილი  საკუთარი თავი, ჩამოყალიბებული  მიზანი, თუ რისი კეთება უნდათ, თუმცა  უვითარდებათ  აბსტრაქტული და დედუქციური მსჯელობა, რაც  განსაზღვრავს რაიმე  ქმედებას(მაგ: რომელიმე ღონისძიებაში  ჩართვა ან პირიქით) რამდენად სასარგებლოა.ამიტომ ჩვენ დავინტერესდეთ  რატომ  ამბობს  მოსწავლე უარს აქტივობაში ჩართვას  და მხოლოდ  ამის შემდეგ  დავიწყოთ ფიქრი  რა გავაკეთოთ  და როგორ.
გ) აქედან გამომდინარე მათი  ჩართულობის გაზრდა შეიძლება იმით, რომ ვაგრძნობინოთ  ის, რომ ისინი  ღირსეული  ადამიანები არიან  ჩვენთვის, რომ რაიმე აქტივობაში ჩართვა  სარგებლის  მომტანია  მისთვის  და არა ჩვენთვის. უნდა გავითვალისწინოთ მათი ინდივიდუალიზმი და შევაქოთ  იმისთვის, რაც კარგად გამოუდით, ანუ მივაწოდოთ „სოციალური განმამტკიცებლები“, ხოლო  რაც შეეხება  უარყოფით  შენიშვნებს, უნდა მივცეთ კორექტულად, რათა მათ იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა,მხოლოდ ამ სტრატეგიით და მიდგომებით შეიძლება  გახდნენ ისინი აქტიურები.
                        გვანცა  გოგოლაური
                   ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის IV კურსის  სტუდენტი- კერძო ფსიქოლოგი
ტელ:592803911


4.ხშირად  ვესაუბროთ მშობლებს და ჩავრთოთ სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის  მისაღებად
(რაც გაზრდის მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობას და
ხალისიანს, მრავალფეროვანს გახდის სასწავლო პროცესს  და სასკოლო ცხოვრებას)
5.შევზღუდოთ ტელეფონისა  და კომპიუტერის გამოყენება(თხოვნის და  არა კატეგორიული ტონით)
                                                        დასკვნა
        ჩემიპრაქტიკის კვლევის საფუძველზე,რომლის მიზანიც იყო: მეცხრე კლასის  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება,  და  სასკოლო  და საკლასო აქტივობებში ჩართულობა გაზრდა(კვლევის დროს ყურადღება  გავამახვილე  პრობლემის  გამოკვეთასა და  შესწავლაზე,მიზნის ჩამოყალიბებაზე,საკვლევი თემის  მეთოდების  შერჩევასა  და  გამოყენებაზე, ასევე  ფოკუს-ჯგუფის ანალიზზე,იტერვენციების  შემუშავებასა და განხორციელებაზე რეკომენდაციების  მიცემასა და ა.შ.
            საბოლოოდ  შეგვიძლია  ვთქვათ, რომ  საკვლევ  თემაში  წარმოდგენილი  პრობლემის გამომწვევი მიზეზებია:
ა) მოსწავლეთა  ასაკობრივი  თავისებურების გაუთვალისწინებლობა
ბ) სასწავლო  აქტივობებისადმი მოსწავლეთა ინტერესის ნაკლებობა
გ)მშობლებსა და პედაგოგებს  შორის ურთიერთობის  ნაკლებობა
დ)მოსწავლეთა მიერ ტექნოლოგიების(ტელეფონი, კომპიუტერი)  ხშირი  გამოყენება
ე)მოსწავლეებისთვის  აქტივობებში  ჩართულობის  სარგებლის დანახვება და ა.შ.
            ზემოთთქმული პრობლემის  გასაუმჯობესებლად და დასაძლევად  ჩემს  კოლეგებთან  ერთად დავგეგმე  და განვახორციელე სხვადასხვა საქმიანობები, რათა გავსულიყავი კვლევის შედეგზე:
ა) იმისათვის, რომ სასწავლო პროცესში გაგვეთვალისწინებინა  მოსწავლეთა  ასაკობრივი  თავისებურება,პედაგოგებს, მშობლებს  ვესაუბრე და რეკომენდაციების სახით გავაცანი  ფსიქოლოგის მიერ  მოწოდებული  მასალა,რის შემდეგაც მათ  დაიწყეს მოსწავლეთაIX კლასის  მოსწავლეთა  ასაკობრივი  თავისებურებების  გათვალისწინება(კერძოდ:მათი  ინდივიდუალიზმი, მიდგომა,  ინტერესების  დაკმაყოფილება და  ა.შ.)
ბ)მოსწავლეებს  შევთავაზე  უფრო მრავალფეროვანი,  მათ  ინტერესზე მორგებული,სახალისო აქტივობები,რამაც შემატა მათ  პასუხისმგებლობის  დიდი  გრძნობა გაუზარდა  მოტივაცია.ამით  ისინი  გახდნენ თავდაჯერებულნი  და  ყოველგვარი  ძალდატანების  გარეშე, საკუთარი  ინიციატივით  ერთვებოდნენ საკლასო  და  სასკოლო  აქტივობებში.
გ)მართალია კვლევის დაწყებამდეც   სისტემატურად  ვეკონტაქტებოდიმეცხრე  კლასის მოსწავლეთა  მშობლებს,ვაცნობდი მათი  შვილების სასკოლო  აქტივობებში ჩართულობის შესახებ, თუმცა შევნიშე,რომ რაც უფრო  ხშირი შეხვედრები გავმართე მშობლებთან და ავუხსენი, რომ მათი სკოლასთან,დამრიგებელთან ურთიერთობა  გამოიწვევდა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და გააქტიურებას, უფრო მეტი პასუხიმგებლობით მოეკიდნენ სკოლის  ცხოვრებაში  საკუთარი  როლის  გააზრებას და  გააცნობიერეს,  თუ რა სარგებელს  მიიღებდნენ თავიანთი  შვილები,მათი  გვერდში დგომით,რაც იქნებოდა საწინდარი საზოგადოებაში დამკვიდრებისა. ამის შემდეგ   სისტემატურად ერთვებოდნენ  სასკოლო ცხოვრებაში,იღებდნენ ინფორმაციას მათი შვილების აკადემიური  მოსწრების  და  ჩართულობის შესახებ,ვიღებდი რჩევებს, რომელსაც  ვითვალისწინებდი  ჩემს  სამუშაო  პრაქტიკაში.
დ)  მას  შემდეგ,  რაც საკვლევი თემის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მოსწავლეების მიერ ტექნოლოგიების  ხშირი  გამოყენება დაასახელეს  მშობლებმა და მასწავლებლებმა,რატომაც  არ ერთვებოდნენ  მეცხრე  კლასელები საკლასო და სასწავლო აქტივობებში,კვლევაში ჩართულმა  პედაგოგებმა დავიწყეთ  პრობლემის გადაჭრის გზების  ძიება და გადავწყიტეთ, რომ მოსწავლებისთვის  გვეთხოვა, მხოლოდ  საჭირო დროს და საჭირო  ინფორმაციის  მოსაძიებლად გამოეყენებინათ ტელეფონი  და  კომპიუტერი, სანაცვლოდ  კი შესთავაზეს  სოციალური  განმამტიცებლები(შექება,საჩუქარი და ა.შ.) რის  შემდეგაც  საგრძნობლად  გაუმჯობესდა საერთო მდგომარეობა, რაც  გამოიხატა იმაში, რომ მოსწავლეებმა ისწავლეს დროის ეკონომიური  გამოყენება, დაინტერესდნენ  სასწავლო პროცესით,წიგნით  და გაიზარდა  მათი  ჩართულობა სკოლაში  განხორციელებული  აქტივობების მიმართ.

ე) ასევე  დავანახე  რა  სარგებელი ექნებოდა მათ  ჩართვას  სასწავლო  აქტივობებში(რომ შეიძენდნენ  პრეზენტაციის, სოციალიზაციის, თანამშრომლობის და სხვა მრავალ სოციალურ უნარ-ჩვევებს,ასევე ემოციურ  ინტელექტს, რაც  მისცემდა საშუალებას ადვილად დაეკვიდრებინა ადგილი საზოგადოებაში  და ყოფილიყვნენ  თავდაჯერებულნი.
                        კვლევის  დასასრულს  შემოგთავაზებთ მასალას,  რომლითაც გამოვიკითხე  მასწავლებლები, მშობლები  და მოსწავლეები.
                        დანართი-1
მშობელთა ფოკუს-ჯგუფისთვის
1.რატომ არ ერთვება თქვენი  შვილი სასკოლო  და საკლასო აქტივობებში,  რატომაა მისი მოტივაცია  დაბალი?
2.რას მირჩევთ, რა სტრატეგია გამოვიყენო მოსწავლეების აქტივობებში ჩასართავად?



დანართი-2
ანონიმური ანკეტა-კითხვარი მშობელთათვის
                           მოგესალმებით!
განვახორციელო  აქტივობები,რომელიც დააინტერესებს მოსწავლეეებს,რაც  კიდევ უფრო მეტ შედეგს მოგვცემს სწავლა-სწავლების პროცესში.
       შეგახსენებთ, რომ თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.არ საჭიროებს სახელისა და გვარის დაფიქსირებას.
1.ხართ თუ არა ინფორმირებული თქვენი შვილის მიერ სასწავლო აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩართულობის  შესახებ?
                            კი              არა           ნაწილობრივ
 2.რა  ფორმით იღებთ ინფორმაციას სკოლაში ჩასატარებელი ღონისძიებებისა და  სასწავლო აქტივობების  შესახებ?
ა)საერთოდ  არ მაქვს ინფორმაცია
ბ)ვურთიერთობ დამრიგებელთან(ტელეფონით)
გ)ხშირად დავდივარ სკოლაში და ვთანამშრომლობ პედაგოგებთან
დ)შვილი მეუბნება
3)რამდენად  ხშირად ესწრებით სკოლაში  ჩატარებულ ღონისძიებებს(აქტივობებს),სადაც  მონაწილეობს თქვენი შვილი?
ა)საერთოდ არ ვესწრები  ბ)ხშირად  ვესწრები გ)იშვიათად ვესწრები
4)  როგორ  ფიქრობთ, რატომ არ იღებსაქტიურ  მონაწილეობას თქვენი შვილი სასწავლო აქტივობებში?
ა) ზარმაცია
ბ)არ აქვს მოტივაცია
გ)ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე
დ)დაბალი თვითშეფასება აქვს(ვერ შევძლებ, ვერ გავაკეთებ და ა.შ.)
ე)ზედმეტად არის ჩართული საოჯახო საქმეებში
5) რით არის დაკავებული თქვენი  შვილი როდესაც ბრუნდება სახლში?
ა)კითხულობს წიგნს
ბ)კომპიუტერთან თამაშობს
გ)უყურებს ტელევიზორს
დ)დაკავებულია საოჯახო საქმეებით
ე)ვარჯიშობს
შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე პასუხი
6) უწევთ თუ არა დახმარებას თქვენს  შვილს სკოლაში დაგეგმილი სასწავლო აქტივობების ჩატარებისას?(მაგ:უმზადებთ სასცენო კოსტიუმს,ამეცადინებთ სცენაზე წარსდგენისთვის,ამხნევებთ მას უცხადებთ ნდობას და ა. შ.)         კი         არა      ხანდახან    საერთოდ არა
    7)როგორი ხასიათი აქვს თქვენს შვილს ?
      ა)დამყოლი ბ)ჯიუტი გ)არაპროგნოზირებადი დ)ფეთქებადი
    8)რამდენი ქულით  შეაფასებდით  თქვენი შვილის  ჩართულობას სასკოლო  აქტივობებში?
                        10                   5                 0
     9)თქვენი აზრით, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თქვენი შვილი დავაინტერესო  უფრო აქტიურად  ჩაერთოს სასკოლო და სასწავლო აქტივობებში?   
     ა)ხშირად ჩავატარო  სხვადასხვა აქტივობები
      ბ)დავაკისრო ლიდერის  ფუნქცია
       გ)მრავალფეროვანი და ხალისიანი გავხადო აქტივობები
        დ)შევუქმნა მოტივაცია (წავახალისო, შევაქო და ა.შ.)
         ე)მკაცრად მივცე დავალება, მითითება
გმადლობთ  თანამშრომლობისთვის!

           დანართი-3
კითხვარი  მასწავლებელთა  ფოკუს- ჯგუფისთვის
მოგესალმებით პატივცემულო კოლეგებო

თქვენ წინაშეა კითხვები,რომლებიც მომცემს საშუალებას დავაზუსტო, რატომ  არ ერთვებიან IX კლასისმოსწავლეები აქტიურად სასკოლო  ღონისძიებებსა  თუ აქტივობებში.
     1.თქვენი აზრით, რატომ არის IX კლასის მოსწავლეთა მოტივაციადაბალი, ანუ რატომ არ ერთვებიან  ისინი სასკოლო და საკლასო ღონისძიებებში?



    2.მოდიან თუ არა IX კლასის მოსწავლეები თქვენს გაკვეთილზე  მომზადებულნი?

     3.თქვენი აზრით ე.წ.“გარდატეხის ასაკი“(ანუ ასაკობრივი  თავისებურება)ხომ  არ უშლის ხელს მოსწავლეებს იყვნენ  გულგრილნი  ასეთი აქტივობების  მიმართ?



     4.თქვენი  აზრით,რა განაპირობებს მოსწავლეთა განსხვავებულ აქტიურობას(დამოკიდებულებებს)სხვ ადასხვა პედაგოგის მიერ ჩატარებული  ღონისძიებების მიმართ?


     5.როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით სასკოლო, ან საკლასო ღონისძიება იმისთვის, რომ მოსწავლე ჩაერთოს მასში?





     6.აქტიურობენ  თუ არა ( როგორ)IX   კლასის მოსწავლეები თქვენს საგანში დაგეგმილ აქტივობებში?




     7.რას მირჩევდით,რა სტრატეგია გამოვიყენო იმისთვის, რომ  დავაინტერესო  მოსწავლეები ჩაერთონ სასკოლო აქტივობებში?
დანართი-4
მოსწავლეთა ანონიმური კითხვარი
კითხვარი მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის

1.მოგწონს თუ არა სკოლაში სიარული?
          კი       არა     
2.რატომ არ გინდა  მიიღო მონაწილეობა  საკლასო, სასკოლო აქტივობებში?
ა)გეზარება    ბ)გრცხვენია  გ) შიშობ  რომ ვერ შეძლებ  დ)არ გაქვს პედაგოგის  მხარდაჭერა
3.გჯერა საკუთარი  თავის?
         კი         არა         ნაწილობრივ
4.რა შემთხვევაში  ეთანხმები  მასწავლებელს  სასკოლო აქტივობებში  მონაწილეობის  მიღებაზე?
ა)როცა გთხოვს     ბ)როცა  მკაცრად  გეუბნება   დ)როცა მოტივაციას გიქმნის(გახალისებს, გაქებს,გასაჩუქრებს)
5.უზიარებ თუ არა  მშობელს  შენი სასკოლო ცხოვრების ელემენტებს?
ა) ყოველთვის  ბ)ხანდახან  გ)არასდროს
6.როგორ  მასწავლებელთან  მიიღებ სიამოვნებით  მონაწილეობას  საკლასო, ან სასკოლო აქტივობაში(ღონისძიებაში)?
ა)მკაცრ  პედაგოგთან  ბ)მეგობრულ  პდაგოგთან  გ)სიახლებისა  და  ინოვაციური მიდგომის პედაგოგთან
7.როდის  ასრულებ მასწავლებლის მითითებას?
ა)როცა  გთხოვს    ბ)როცა გიბრძანებს

8.გეხმარება,   მხარში  გიდგას  მშობელი,  როცა გაიგებს, რომ გარკვეულ
ღონისძიებაში  იღებ მონაწილეობას?
ა) კი             ბ) არა       გ) ხანდახანდ) საერთოდ არ მეხმარება
9.წარმოიდგინე შენი თავი „ვითომ მშობელი ხარ“ როგორ, რა ფორმით დაეხმარებოდი შენს შვილს სასკოლო  აქტივობების განხორციელებაში?
ა)გაამხნევებდი
ბ)სასცენო ფორმას შეუკერავდი
გ)რეპეტიციას დაესწრებოდი
დ)საერთოდ არ  მიაქცევდი ყურადღებას
ე)ეტყოდი:“შენთვის  არ მცალია,თავი დამანებე“
შეგიძლიათ დააფიქსიროთ რამდენიმე პასუხი!
მადლობა  გამოკითხვაში მონაწილეობისთვის!
დანართი-5
ფსიქოლოგისთვის  დასმული  კითხვები
1.როგორ  დაახასიათებდით  14-15 წლის მოზარდებს?
2.რა სტრატეგია(მიდგომა,ხერხი)  გამოვიყენო  ამ ასაკის ბავშვებთან, რათა აქტიურები გახდნენ  სასკოლო  ცხოვრებაში?
3.შეიძლება  თუ არა ასაკობრივი  მახასიათებლების გამო მოსწავლეებში  წავაწყდეთ  რაიმე სახის პრობლემას სასწავლო  აქტივობების  განხორციელებისას და რა შეიძლება  იყოს  ეს ?

 ბიბლიოგრაფია
1.სასწავლო  და  პროფესიული  გარემო წიგნი  III. გვ.79
2.განვითარებისა და   სწავლის თეორიები გვ.14.  2012
3.მანანა  მელიქიშვილი 2013.გვ17-18
4. ეფექტიანი  სწავლება -თეორია და პრაქტიკა 2010წ.გვ 85.VI მოსწავლეთა  მოტივაცია
5. ეფექტიანი სწავლება-გვ86.“შინაგანი  და გარეგანი  მოტივაცია
6.დ. უზნაძე „განწყობის  თეორია  2003






                                    კვლევის  რეფლექსია
ჭვინთის საჯარო  სკოლაში 2017-2018  სასწავლო წელს  მეცხრე კლასში მოსწავლეთა  სასკოლო  აქტივობებში ჩართულობის  გაზრდის მიზნით ჩავატარე  პედაგოგიური  პრაქტიკის კვლევა,რადგან შევნიშნე, რომ ისინი უინტერესოდ  ეკიდებოდნენ საკლასო(საგნობრივდა სასკოლო აქტივობებს(ღონისძიებებს). წინა  წლებთან  შედარებით აღარ  მონაწილეობდნენ  მასში  და  იჩენდნენ  გულგრილ  დამოკიდებულებას, რაც თავისთავად  უსუსტებდა მათ მოტივაციას  არა მხოლოდ  ასეთი  აქტივობების, არამედ  სწავლის  მიმართაც,შესაბამისად  მოიმატა  პედაგოგთა  უკმაყოფილებამ და გამოითქვა  მზაობა  იმისათვის, რომ  გაუმჯობესებულიყო მეცხრე კლასში ამ კუთხით  მუშაობა.სწორედ  ამიტომ  გადავწყვიტე კვლევის  დაწყება.  თავდაპირველად  განვსაზღვრე მიზანი:მეცხრე  კლასელების  სასკოლო  ცხოვრებაში  ჩართულობის,  დამოკიდებულებების(ინტერესის)   გაზრდა  და მათი  მოტივაციის  ამაღლება  საკლასო  და სასკოლო აქტივობების  მიმართ. ასევე  გავაანალიზე  საკვლევი  ობიექტის  მნიშვნელობა ჩემი  პროფესიული ზრდისთვის და  მისი აღმზრდელობითი  ღირებულება მოსწავლეებისთვის.ჩემი  კოლეგებიც  დიდი  ინტერესით  და ყურადღებით მოეკიდნენ  საკვლევი  თემის  პრობლემას  და გამომიცხადეს   მხარდაჭერა, რაც  ჩემთვის სტიმულის  მომცემი იყო.
პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევა  დავიწყე  ოქტომბრის  დასაწყისში.თავდაპი-რველად  შევიმუშავე გეგმა,  დავგეგმე   შეხვედრები მშობლებთან, მასწავლებლებლებთან  და მოსწავლეებთან. მოვიძიე  და  გავეცანი ლიტერატურას, რომელიც  დამეხმარა  გამეანალიზებინა  საკვლევი თემა.  კოლეგებს  მივაწოდე  ინფორმაცია კვლევის ჩატარების შესახებ, მოვაწყვე მათთან პირველი შეხვედრა. გავაცანი  კვლევის  მიზანი,გეგმა,  ის მეთოდები(ფოკუს-ჯგუფი,ანკეტირება, დისკუსია, გონებრივი იერიში),რომელსაც  გამოვიყენებდი  კვლევის  პროცესში და ვთხოვე  დაესახელებინათ  საკვლევი  თემის  მიზეზები.  მათ ჩამოთვალეს  მოსწავლეთა  გულგრილი დამოკიდებულების ძალიან ბევრი  მიზეზი,  თუმცა   გამოკვეთეს  შემდეგი:
                        ა)მოსწავლეთა  ასაკობრივი  თავისებურება
                   ბ)მშობლების უყურადღებობა და სკოლის  ცხოვრებაში  ნაკლები
                   ჩართულობა.
                   გ)მოსწავლეთა  ინტერესის(მოტივაციის)   ნაკლებობა.
                   დ)ტექნოლოგიებთან  სისტემატიური  ურთიერთობა.
მონაცემთა  შეგროვების  დასრულების   შემდეგ  პედაგოგებთან  გავმართე  მორიგი  შეხვედრა, სადაც გავეცანი  კოლეგების მიერ  გამოთქმულ  მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ  რა ინტერვენციები  შემეძლო  განმეხორციელებინა კვლევის  პროცესში. მათ საკმაოდ  საინტერესო  ვერსიები  შემომთავაზეს იმისათვის, როგორ   გამეზარდა  მშობელთა  ჩართულობა, ამემაღლებინა  მოსწავლეთა  მოტივაცია,შეგვემცირებინა  მოსწავლეთა  დამოკიდებულება  კომპიუტერისა  და  ტელეფონის  მიმართ, ასევე  შეგვემუშავებინა რაიმე მიდგომა, ხერხი, რომელიც გააუმჯობესებდა მდგომარეობას  მოსწავლეთა  ასაკობრივი  თავისებურებების  გათვალისწინების    თვალსაზრისით. ეს  პროცესი  განვახორციელე  მეთოდით „ გონებრივი  იერიში“.ჩამოვწერე  კვლევაში ჩართული  ყველა  პედაგოგის  მოსაზრებები  და   დავაჯგუფე,რის  შემდეგაც  დავიწყე  ინტერვენციების  განხორციელებაზე  მუშაობა. დასრულების  შემდეგ კი  ისევ შევხვდი  კოლეგებს, რათა  ის მითითებები და  რეკომენდაციები, რომელიც  გავეცი,  ყოფილიყო  დაყრდნობილი მათ  უკუკავშირის  ანალიზზე. ისინი აანალიზებდნენ  თავიანთ  მონაწილეობას  ამ პრობლემასთან მიმართებაში  და პრობლემის მთავარ  მიზეზად  ასახელებდნენ მოსწავლეთა  მოტივაციის დაქვეითებას  და  ასაკობრივ  თავისებურებებს.
            აღსანიშნავია  ის ფაქტიც, რომ  კვლევაში  გარდა  მონაწილე  პედაგოგებისა , აქტიურად იყვნენ ჩართულნი  მშობლები  და  მოსწავლეები.  როგორც ზემოთ ვახსენეთ, მონაცემთა  შეგროვების  მეთოდად  ავირჩიე  ფოკუს-ჯგუფი  და ანკეტირება,  რამაც მომცა  საშუალება შემეგროვებინა  სანდო  და ობიექტური პასუხები, ასევე  დამეზუსტებინა  ის მიზეზები,რაც  იწვევდა  კვლევაში  წარმოდგენილ  პრობლემას, რის  ანალიზზე  დაყრდნობითაც  განვახორციელებდი  შესაძლო  ინტერვენციებს, რაც  გააუმჯობესებდა სკოლაში  სასწავლო  სიტუაციებს .(კერძოდ მოსწავლეები  გააქტიურდებოდნენ  და ჩაერთვებოდნენ  სხვადასხვა  სასწავლო  აქტივობებში.
            კვლევის  პროცესში  გამოკითხვისას (ანონიმური  ანკეტირება) მონაწილეები  იყვნენ  გულწრფელნი,  რადგან  გამოკითხვა  იყო  ანონიმური, ყურადღებით  ეკიდებ
ოდნენ  ჩემ მიერ  მიწოდებულ  რჩევებს  და  მითითებებს.
            მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა  დახმარებითა  და მათი აზრის  გათვალისწინებით გადავწყვიტეთ  შეგვემუშავებინა  შემდეგი სახის  ინტერვენციები:
1.                         მოსწავლეების აქტიური ჩართულობა  საკლასო  თუ  სასკოლო  აქტივობების  დაგეგმვის პროცესში(მათი  ინტერესებიდან  კომპლექსურად-მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი გათვალისწინებით  განხორციელებული  აქტივობები.
2.      მოსწავლეებისთვის  აქტივობებში ჩართულობის  შემდგომი  სარგებლის დანახვება(როგორც საზოგადოებაში დამკვიდრების  და პიროვნების  ჩამოყალიბების პროცესი, მათი  ინტერესის  თავისებურებების ახსნა-განმარტება
3.      ფსიქოლოგის რეკომენდაციების გაცნობა მასწავლებლებისთვის,  მშობლებისთვის  და მათი  გათვალისწინება( სასწავლო პროცესში თუ  ოჯახური  ურთიერთობის  დროს.)
4.        კლასის  დამრიგებლის მშობლებთან  ხშირი  კონტაქტი და საუბრები სასკოლო ცხოვრებაში
ჩართულობის გაზრდის მიზნით(თუ მოსწავლეს  ეცოდინება, რომ  მისი  მშობელი ჩართულია სასკოლო  ცხოვრებაში და ინტერესითაა განწყობილი ყველა  აქტივობის  მიმართ,მოსწავლესაც მიეცემა  მოტივაცია, გახდეს  უფრო  აქტიური.
5.მოსწავლეთა მიერ ტექნოლოგიების მხოლოდ საჭირო დროს,  საჭირო ინფორმაციის მოძიების  მიზნით გამოყენება(ანუ ტექნოლოგიების სასარგებლოდ  და მხოლოდ მიზნობრივად გამოყენება)
            მოცემული ინტერვენციების განხორციელების შედეგად დავინახე,რომ კვლევამ  მოგვცა  თავისი შედეგი,რადგან მთელი წლის განმავლობაში სისტემატური საუბრების  და სარგებლის  დანახვების  შემდეგ(რომ შეიძენდნენ  სხვადასხვა  სოციალურ თუ  მეტაკოგნიტურ უნარებს)მეცხრე  კლასელებმა  გააცნობიერეს, თუ რატომ  უნდა  ჩართულიყვნენ ასეთი ტიპის აქტივობებში.
            მშობლებმა  კი გამოთქვეს  მზაობა უფრო ჩართულები იყვნენ მათი  შვილების სასკოლო  ცხოვრებაში, რათა უფრო მოტივირებულნი გახდნენ ბავშვები.
            მასწავლებლებმა აღნიშნეს  უკუკავშირის დროს, რომ მოსწავლეების  აქტიურობა  საგრძნობლად გაიზარდა,რაც  გამოიხატა მათი სასკოლო  ღონისძიებებში  ჩართულობით, გახდნენ  მოტივირებულნი და თავდაჯერებულნი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც  პედაგოგებმა აცნობეს მოსწავლეებს,  რომ  გადაწყვეტილებას სასწავლო  და სასკოლო აქტივობების განხორციელების დროს, მიიღებდნენ  მათთან  ერთად, შესთავაზებდნენ  უფრო  მრავალფეროვან რესურსს,ყოველთვის  გაიზიარებდნენ მათ შეხედულებებს და რაც მთავარია, ესა თუ ის აქტივობა  იქნებოდ მათზე მორგებული.
            პედაგოგები  და მშობლები კვლევის პროცესში  განხორციელებულ  ინტერვენციებს , კერძოდ ფსიქოლოგის მიცემულ  რჩევებს  მოსწავლეთა  ასაკობრივი  თავისებურებების შესახებ სრულად  ითვალისწინებდნენ, რამაც გაგვიყვანა შედეგზე და შეუცვალა მოსწავლეებს საკუთარ თავზე დაბალი თვითშეფასება(წარმოდგენა).კვლევის დასრულების  შემდეგ გავუზიარე ჩემს  კოლეგებს კვლევის შედეგები პრეზენტაციის სახით.სადაც კიდევ ერთხელ მივიღე  კოლეგებისგან რჩევები  და უკუკავშირი, რომ ასეთი ტიპის  აქტივობა  სასარგებლოა არა მხოლოდკვლევაში ჩართული პედაგოგისთვის, არამედ სკოლაში მომუშავე ნებისმიერი მასწავლებლისთვის თუ მოსწავლისთვის. მათ აღნიშნეს, რომ ინტერესით იყვნენ  ცართულები კვლევაში,მიიღეს დიდი გამოცდილება, რაც მთავარია ერთობლივი მუშაობის  შედეგად  გავიდნენ  საკვლევი  თემის შედეგზე

ზემოთთქმულიდან გამომდინარე,სწავლა-სწავლების პროცესშიIX კლასელებს  გაეზარდათ პასუხისმგებლობა, გახდნენ ჩართულები, მოტივირებულნი. განუვითარდათ  ემოციური ინტელექტი, პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის და სიციალიზაციის  უნარ-ჩვევები,ხოლო  გულგრილობამ  მსგავსი აქტივობების მიმართ  უკანა პლანზე გადაინაცვლა.გაღრმავდა მშობელთა და მასწავლებელთა  პატივისცემაზე  დამყარებული ურთიერთთანამშრომლობა.
            კვლევის დასრულების  შემდეგ გავუზიარე ჩემს  კოლეგებს კვლევის შედეგები პრზენტაციის სახით.
ვფიქრობ,რომ ჩემ(ასევე მეცხრე კლასში შემსვლელი პედაგოგები)მიერ ჩატარებულმა პრაქტიკულმა  კვლევამ გააუმჯობესა მოსწავლეთა დამოკიდებულება  სასწავლო  აქტივობების მიმართ, რაც დადებითად  აისახა  მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაზე(კერძოდ მოსწავლის  სასწავლო აქტივობებში  ჩართულობაზე)ასევე სწავლების  ხარისხზე.
მინდა  მადლიერება გამოვხატო ჩემი კოლეგების მიმართ, რადგან გამოხატეს  მზაობა და მხარდაჭერა მთელი კვლევის პროცესში, მე  კი ვთვლი, რომ  ამ კვლევამ  უფრო მეტად  „გამზარდა“ და იყო მცდელობა პროფესიულად განვითარებულიყავი.ზოგადად კვლევა კი არის სკოლაში არსებული ნებისმიერი  პრობლემის ახლებურად დანახვის და გადაჭრის, გუნდური მუშაობის  საუკეთესო  საშუალება.


















კვლევის ლინკი

ჭვინთის საჯარო სკოლის ქართული ენის და  ლიტერატურის პედაგოგის მანანა ჩინჩალაძის პრაქტიკის კვლევა თემაზე: „ IX კლასის მოსწავლეთა...