вторник, 13 июня 2017 г.

სასკოლო ლიტერატურული კლუბი- „მწიგნობარნი“
                                  კლუბის ზოგადი წესდება
·        ჭვინთის საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბი „მწიგნობარნი“ დაფუძნებულია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მანანა ჩინჩალაძის მიერ.
·        კლუბი დაფუძნებულია განსაზღვრული ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე კერძოდ ჭვინთის საჯარო სკოლაში.
·        კლუბს აქვს სახელწოდება „მწიგნობარნი“
·        ლოგო-წიგნები
·        დევიზი-„ლექსები სულის საზრდოა, შეიყვარე ისინი“;გამართული მეტყველება ჩვენი აზროვნებისა და კომუნიკაციის იარაღია ,ამიტომ ვიკითხოთ მხატვრული ლიტერატურა,ავიმაღლოთ წიგნიერების დონე და ვისაუბროთ გამართულად!

კლუბის მიზნები და ამოცანები

მოსწავლეებში:
*      წიგნიერები დონის ამაღლება ,თვალსაწიერის გაფართოება და მათი ლიტერატურული გემოვნების გაზრდა.
*      ჰუმანიტარული საგნებისადმი დაინტერესება
*      კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარება
*      საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ამა თუ იმ ნაწარმოების (რომელიც სკოლაში არ ისწავლება)მიმართ და მისი ესთეტიკური აღქმა
*      სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის გამარტივება
*      თეორიული და პრაქტიკული უნარების გამომუშავება
*      ლიტერატურული ნაწარმოების მემკიდრეობისადმი პატივისცემა
*      საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება
*      წაკითხული ტექსტის ადეკვატურად აღქმა,გააზრება და მიღებული ინფორმაციის გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში
*      აზრის თავისუფლად გამოთქმა და დაფიქსირება
*      არგუმენტირებული და ლოგიკური მსჯელობის უნარების განვითარება
*      პრეზენტაციის წარმოჩენისა და დისკუსიაში ჩართულობის უნარების განვითარება
*      ზეპირმეტყველების კულტურის გამომუშავება
*      მხატვრული კითხვის,ხელოვნების (ინტონაცია,ტემბრი)გათავისება
*      შემოქმედებითობის უნარის განვითარება და წარმოჩენა
*      გუნდურობის პრინციპის გამომუშავება
*      მოსმენილი ან წაკითხული ნაწარმოების დაკავშირება საკუთარ გამოცდილებასთან
*      სწრაფი აზროვნებისა და სწრაფი წერის კულტურის გამომუშავება
*      მეტყველებითი უნარების ფლობის გააქტიურება
*      წაკითხული ნაწარმოების თემის,იდეის გააზრება პერსონაჟების შედარება

კლუბის მუშაობის განმავლობაში გამოყენებული    იქნება სწავლება შემდეგი მეთოდებით:


·         როლური და სიტუაციური თამაშები
·         ჯგუფური სავარჯიშოები
·         პრეზენტაცია
·         დისკუსი

კლუბში გაწევრიანება

*      კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია
*      კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მე-5/მე-12 კლასის მოსწავლე,რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს
*      კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს და მის კურატორს წერილობითი ფორმით(განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით)
*      კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრობის მოწმობა
*      კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია და მისი საქმიანობის თაობაზე
*      კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები,შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
*      კლუბის წევრებს ეკრძალებათ იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან ან სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე
*      კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე,რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
*      კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე,ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით ,როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ.


         კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება

*      კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან,რომელთა რაოდენობა არის 9 მოსწავლე
*      კლუბს ჰყავს ლიდერი (ქეთევან ჩინჩალაძე)რომლის უფლებამოსილებაა უხემძღვანელოს კლუბის საქმიანობას,წარადგინოს კლუბი მესამე პირთან,უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განხორციელებულ პროექტებს და აქტივობებს.
*      კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით:დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა ,დაამტკიცოს კლუბის წესდება,აირჩიოს ან ვადაზე ადრე გადააყენოს თავჯდომარე
*      კლუბის ლიდერი ირჩევა ერთი სასწავლო წლით
*      ერთი და იგივე კანდიდატურა ლიდერად შეიძლება აირჩეს 2 ვადით

       კლუბის მუშაობა

კლუბის „მწიგნობარი“-წევრები იკრიბებიან კვირაში ერთხელ, ხუთშაბათ დღეს, გაკვეთილების შემდეგ.

კლუბის საქმიანობის შეწყვეტა
*      კლუბის მუშაობის შეწყვეტა ხდება მოსაწვლეთა პირადი განცხადების საფუძველზე,როდესაც მათი რაოდენობა არ შეესაბამება კლუბის წევრთა რაოდენობრივ მაჩვენებელს,ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებისთ,როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნულ წესდების დებულებებს
*      მიზნების მიღწევის შემთხვევაში
*      სკოლის დამთავრების შემდეგ

                                                                   ჭვინთის საჯარო სკოლა
                                                            ლიტერატურული  კლუბი - „მწიგნობარნი“
                                                                    22/09   2016 წელი

                    
                                         კლუბის სამუშაო გეგმა

*      კლასგარეშე კითხვის საათი (კითხვა პასუხით,ინტონაციებით)
*      მხატვრული კითხვის დღე- „ვიქცეთ ლექსად“
*      „წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობა
*      მწერლებისა და პოეტებისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები(პოეზიის საღამოები,პოეზიის ხუთი წუთი)
*      დისკუსიები სხვადასხვა თემაზე
*      წიგნის კითხვის დასაინტერესებელი სხვადასხვა აქტივობა: „ავტორი გვეწვია“ „წამიღე,წამიკითხე,დამაბრუნე“ „კრიტიკოსთა ჯგუფი“
*      კონკურსი წერაში,კითხვაში
*      სხვადასხვა დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
*      სასწავლო ტიპის ლიტერატურული ვიდეო-ფილმების ჩვენება
*      დედაენის დღესთან დაკავშირებული პროექტი კვირეული-„ენა დედაა ერისა“
*      პრეზენტაციები-„ჩემი საყვარელი წიგნი“, „ჩემი საყვარელი გმირი“
*      ლექსის მხატვრულად წაკითხვაზე მუშაობა

კლუბის წევრები გაეცნობიან მთელი წლის განმავლობაში შემდეგ ლიტერატურულ შედევრებს
*      ნოდარ დუმბაძის შემოქმედება,მოთხრობები:მე,ბებია,ილიკო და ილარიონი
*      რ.ინანიშვილის შემოქმედება მოთხრობები და ნოველები „ლამაზი ცრემლები(კრებული)
*      შარლობა ბრონტე „ჯეინ ეარი“
და სხვა
      










კვლევის ლინკი

ჭვინთის საჯარო სკოლის ქართული ენის და  ლიტერატურის პედაგოგის მანანა ჩინჩალაძის პრაქტიკის კვლევა თემაზე: „ IX კლასის მოსწავლეთა...